"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა - მშობლები

"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა

2015-11-09 08:36:49+04:00

"არ მინდა, ჩემს ბინაში ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო..." "ბინის მეპატრონემ ოჯახი ღამის 11 საა­თზე მხოლოდ იმის გამო გამოასახლა, რომ მათი აუტისტი ბავშვის გამო წუხდება.­ რახან­ ოჯახს 3 თვეზე მეტხანს ერთ ბინაში­ არ აჩერ­ებენ, დახმარებაც მოუხსნეს, არა­და, ბინის­ მეპატრონეებს "ავადმყოფი"­ არ უნდათ. დედა უვლის 3 შვილს, მათ შორის 7 წლის გიორგის, რომელიც აუტისტია. მისი 160-ლარიანი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ბავშვები ქუჩაში მხოლოდ იმიტომ ვერ გადიან, რომ არა აქვთ თბილი­ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პამპერსი..." - ცოტა ხნის წინ სოციალურ­ ქსელში­ გავრც­­ელებულ ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა... "კვირის პალიტრა" ბავშვის მშობლებს დაუკავშირდა. აუტისტი­ ბავშვის მამა, პაატა ბუწურიძე ამბობს, მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა, თუმცა ბოლო შემთხვევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

პაატა ბუწურაძე: - მე საჩხერელი ვარ, მეუღლე - ხარაგაულელია. 2004 წელს ბინა გავყიდეთ და მე და ჩემმა ძმამ თანხა გავიყავით, მაგრამ შეძენა ვეღარ შევძელით - იმ დროს უძრავი ქონება მკვეთრად გაძვირდა­ და დავრჩით უსახლკაროდ. სამი შვილი მყავს. გიორგის 4 წლის ასაკში დაუდგინეს აუტიზმი. დავდიოდით კარდაკარ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქში ცხოვრება - გიორგის მუდმივად სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურება. იმის გამო, რომ არავის უნდოდა აუტისტი ბავშვის შეშვება, რამდენიმე­ საცხოვრებელი გამოვიცვალეთ.

ლიკა ბარბაქაძე, აუტისტი ბავშვის დედა: - აუტიზმს ახასიათებს ადაპტაციის პრობლემა - როცა ბინას ვიცვლით, გიორგი ძალიან განიცდის. ცოტა ხნის წინ ბინა მუხრანის ქუჩაზე ვიქირავეთ. მეპატრონე ძალიან პრეტენზიული ქალბატონი აღმოჩნდა. ვიცხოვრეთ ზუსტად 10 დღე. თანხა სრულად გადახდილი გვქონდა. ქალბატონი­ ლიზა სახლის დაცლას მოითხოვდა და თანხას გვიბრუნებდა, მაგრამ სანზონის დასახლებაში ბინა არავინ მოგვაქირავა. ბავშვი ყველა ემოციას ტაშით გამოხატ­ავს, ბინის მეპატრონეს კი ეგონა, რომ ვცემდი..­. ჩვენი ოჯახით ერთ-ერთი ტელევიზია დაინტერესდა.

კამერების წინ ბინის­ მეპატრონემ განაცხადა, არ მინდა, ჩემს ბინაში­ ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო. ეს საპატრულო პოლიციასთანაც დააფიქსირა წერილობით.

ერთ საღამოსაც ნასვამ შვილებთან ერთად შემოვიდა ჩვენს ოთახში და კატეგორიულად მოგვთხოვეს ბინის დაცლა. შინ მხოლოდ მე და ბავშვები ვიყა­ვით. კონფლიქტის გამო გიორგი კიდევ უფრო დაიძაბა. ტიროდა, ყურებზე ხელებს­ იფარებდა, იკბენდა კიდურებს­. ტიროდნენ ნათიაც და ნიკოლოზიც... საპატრულო პოლიცია მეორედ მოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ღამის­ 11 საათზე პოლიციის გადაწყვეტილებით ბინა დავცალეთ. ღამის გასათევი კი არ გვქონდა. განაგრძეთ კითხვა