საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პატარა ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს და კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
თუ როგორია ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესახებ, mshoblebi.ge -ს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი, ნაირა ფარტენაძე პასუხობს:
- ბავშვი სამედიცინო ცენტრში თავის ტრავმით მოიყვანეს, შუბლის მიდამოში ჰქონდა კანქვეშა ჰემატომა. იყო კონტაქტური. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პატარა აქტიურია. მალე გაეწერება საავადმყოფოდან.
მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე:
სპეციალური საბავშვო გისოსი, რომელიც პატარას ფანჯრიდან გადმოვარდნისგან იცავს
კაცმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი გადაარჩინა - გამაოგნებელი ვიდეო
რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა ბაგა-ბაღში ბავშვის გადმოვარდნის გამო - ბაღების საგენტოს რეაქცია
მერვე სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის გოგონა გამვლელმა დაიჭირა
რუსკა კილასონია