როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს აქვს აცრის შემდგომი ტემპერატურა? - მშობლები

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს აქვს აცრის შემდგომი ტემპერატურა?

2018-04-09 03:40:43+04:00

რეალურად, ამ შემთხვევაში დამნაშავე მშობელია, რომელმაც დროული და სწორი რეაგირება არ მოახდინა ბავშვის მდგომარეობაზე

უამრავი მშობელი გვწერს, იმის თაობაზე, როდის და როგორ რეაქციას უნდა ელოდოს მშობელი ვაქცინაციის შემდგომ; რისთვის უნდა მოემზადოს მშობელი, როდესაც ბავშვი მიჰყავს ასაცრელად?

როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს ცხელება?

რა პრეპარატები უნდა იყოს სახლის აფთიაქში?

ამ შეკითხვებზე ყველასათვის ნაცნობი უკრაინელი პროფესორი, პედიატრი კომაროვსკი გვიპასუხებს:

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს აქვს აცრის შემდგომი ტემპერატურა?

- ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ცხელების მიზეზს (ცხელება გამოწვეულია ვაქცინაციით, თუ ბავშვს აქვს მწვავე რესპირატორული ინფექციით). მომატებული ტემპერატურის დროს უნდა იმოქმედოთ სტანდარტულად. უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც მშობლები ყვებიან შემთხვევებზე, როდესაც ბავშვს აცრის შემდგომ აეწია ტემპერატურა და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში, გამოკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო მშობლის არაადექვატური რეაქცია მომატებულ ტემპერატურაზე. როდესაც ბავშვს გრიპის ვირუსი შეხვდა, ამაში არავინაა დამნაშავე, ხოლო როდესაც ჩაუტარდა ვაქცინაცია და ამის ფონზე დაიწყო ცხელება - რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან თეთრხალათიანი "მკვლელები", ფარმ-მაფია და პედიატრი, რომელმაც მოგვიწოდა ვაქცინაციისკენ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა!

- ნორმა არის თუ არა ტემპერატურული რეაქცია ვაქცინაციის შემდგომ?

- ვაქცინაციის შემდგომ ცხელება - ჩვეული რეაქციაა. ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს პირველ დღესვე - ცოცხალი ვაქცინაციის შემთხვევაში მე-5-მე-12, ან მე-7-მე-8 დღეს. დიახ, აცრას თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის დროს მომატებული ტემპერატურისაგან? გრიპი შეიძლება დაგემართოთ ნებისმიერ დროს, ვაქცინა კი გაიკეთეთ დღეს. მაგ: თქვენ წახვედით დღეს აცრის გასაკეთებლად. თქვენ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ბავშვს სწორედ დღეს შეიძლება აეწიოს ტემპერატურა.

როდის ნუროფენი და როდის - პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე

- რას ნიშნავს მზადყოფნა და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს?

- პირველ რიგში სახლში უნდა იყოს ყველა საჭირო მედიკამენტი!

ეს არის პეროპალური რეჰიდრატაციის საშუალებები, რაც იდეალური ვარიანტია ფიზიოლოგიური და პათოლოგიური სითხის დანაკარგის სწრაფი და ეფექტური აღდგენისათვის.

გთავაზობთ სიმპტომებს, რომელიც მიუთითებს სითხის დეფიციტზე ორგანიზმში:

. ოფლიანობა, რომელიც აძლიერებს სუნთქვის დროს სითხის დაკარგვას; . აქტიურად გამოყოფილი ლორწო (ცხვირიდან გამონადენი, ნახველი). . ღებინება ან დიარეა; . წყურვილის შეგრძნება; . კანისა და ლორწოვანის სიმშრალე; . დიდი შუალედი მოშარდვებს შორის; . შარდის მუქი ყვითელი შეფერილობა; . სიცხის დამწევი საშუალებების არაეფექტურობა. რეალური დახმარებაა არა მარტო სითხის მიღება (წყურვილის დაკმაყოფილების მიზნით), არამედ ჭარბი სითხის მიღება, რადგან ეს აუცილებელია!

შესაძლებელია თუ არა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება საქართველოში?

სახლის აფთიაქში უნდა გქონდეთ სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი). მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დამწევი საშუალებები იყოს თხევად ფორმაში, რადგან კუჭ-ნაწლავიდან ადვილად ხდება შეწოვა (რექტალური სანთლების შეწოვა ხდება ხანგრძლივად). შეზღუდვები ვაქცინაციის შემდეგ არ არის. კი ბატონო, ისეირნეთ, ოღონდ იყავით უფრო ყურადღებით. თუ ბავშვს არ უნდა ჭამა - ნუ დააძალებთ, მაგრამ შესთავაზეთ ბევრი სითხე (თანდათან და დროგამოშვებით). როგორც კი ხედავთ, რომ ტემპერატურამ დაიწყო მატება (და თქვენ ამას აკონტროლებთ), ბავშვი მივარდნილი და უხასიათო გახდა, მაშინვე იქცევით სტანდარტულად: აცმევთ თბილად. ოთახში სუფთა, გრილი და ტენიანი ჰაერი უნდა იყოს (ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 20 გრადუსია), აქტიურად შესთავაზეთ სითხე. თუ უარს ამბობს სითხეზე - გამოიყენეთ შპრიცი - დოზატორი შესაბამისი ხსნარით, შესაბამისი ტემპერატურით), გამოიყენეთ სიცხის დამწევი საშუალებები და იყავით მშვიდად. თუ ბავშვი სუფთა და დატენიანებულ ოთახშია, კარგად სვამს სითხეს და იღებს სიცხის დამწევ საშუალებებს, ყველაფერი ნორმალიზდება ერთ-ორ დღეში. ვიცი უამრავი შემთხვევა, როდესაც ბავშვს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ღამე აუწია ტემპერატურამ 39 გრადუსამდე, სახლში ცხელოდა, დედამ გაუკეთა რექტალური სიცხის დამწევი სანთელი, დილით კი ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში კრუნჩხვით, ფილტვების ანთებითა და გაუწყლოვნებით. რას უკავშირდება ყოველივე ეს? რა თქმა უნდა, ვაქცინას, რომელიც წინა დღეს გაუკეთდა ბავშვს. რეალურად, ამ შემთხვევაში დამნაშავე მშობელია, რომელმაც დროული და სწორი რეაგირება არ მოახდინა ბავშვის მდგომარეობაზე.

მაშ ასე, გადაწყვიტეთ ვაქცინაციის ჩატარება? - ძალიან კარგი.

. გათბობის სისტემაზე დააყენეთ რეგულატორი; . შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი; . თერმომეტრ-ჰიდრომეტრი - ბავშვის საძინებელში; . პერორალური დეჰიდრატაციის საშუალებები; შპრიცი-დოზატორი; . სიცხის დამწევი ( პარაცეტამოლი, იბუპროფენის თხიერ ფორმებში) საშუალებები და გაიღიმეთ - ყველაფერი კარგად იქნება.