დამტკიცებულია! ბავშვი ძილში იზრდება - მშობლები

დამტკიცებულია! ბავშვი ძილში იზრდება

2018-04-12 04:00:23+04:00

გამოკვლევებმა დაადასტურა: ბავშვის ზრდის ტემპი ძილის ხანგრძლივობასა და მის რაოდენობაზეა დამოკიდებული

ალბათ, ხშირად გსმენიათ ბებიებისგან, ბავშვი ძილში იზრდებაო. ასე სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს და თურმე, უსაფუძვლოდ სულაც არა.

მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა ემორის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ ლამპის ხელმძღვანელობით. თურმე, ჯანმრთელი და მშვიდი ძილის შემდეგ ბავშვი სწრაფად იზრდება.

გამოკვლევებმა დაადასტურა: ბავშვის ზრდის ტემპი ძილის ხანგრძლივობასა და მის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მეტიც, ძილის დროს ბავშვები არა მხოლოდ იზრდებიან, არამედ წონაშიც იმატებენ.

არც ბავშვის სქესი, არც კვება (მხედველობაშია ძუძუთი ან ხელოვნური კვება) არ მოქმედებს ძილის ხანგრძლივობაზე. ერთადერთი, რაც ბიჭებს გოგონებისგან განასხვავებს, ძილის რაოდენობაა – როგორც წესი,

ბიჭები უფრო ხშირად იძინებენ, ვიდრე გოგონები; თუმცა ვაჟებს უფრო ცოტა ხანს სძინავთ, ვიდრე გოგონებს.

ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები მას შემდეგ, რაც დააკვირდნენ 23 ბავშვს 4 თვიდან 1,5 წლამდე.

მეცნიერებმა ბავშვის ჯანმრთელი ძილის საიდუმლო ამოხსნეს