რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ კერძო სკოლებში? - მშობლები

რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ კერძო სკოლებში?

2018-04-19 10:34:26+04:00

თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია, სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა კერძო სკოლების მიმართ, რასაც ბუნებრივია, მოეძებნება თავისი ახსნა. თუმცა ამჯერად შევეხებით თემას, თუ რომელია ამ სკოლებს შორის ყველაზე პრესტიჟული, სხვადასხვა კრიტერიუმით და ასევე ყველაზე ძვირად ღირებული, რა თანხის გადახდა უწევთ მშობლებს და რა სერვისით გამოირჩევიან აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებები:

QSI- საერთაშორისო სკოლა

თბილისში არსებულ ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შორის უკვე რამდენიმე წელია ლიდერობს QSI - საერთაშორისო სკოლა. როგორც გავარკვიეთ, ამ სკოლაში სწავლის გადასახადი წელს 25 ათასი დოლარია. სკოლა თბილისის დიპლომატიურ სოფელში მდებარეობს. გარდა სკოლისა, დიპლომატიურ სოფელში საერთაშორისო ბაღიც არის. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ. QSI-ის ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში დაარსდა.

mshoblebi

თავდაპირველად სკოლაში ოთხი მოსწავლე სწავლობდა, რამდენიმე წელიწადში კი, აღსაზრდელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა, სკოლამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო და კვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებლებით დაკომპლექტდა. დროთა განმავლობაში QSI-მ მსოფლიოს 30 ქვეყანაში 37 სკოლა დააარსა და ხუთი კონტინენტი მოიცვა.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

mshoblebi

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიაა - ამ სასწავლებელში სწავლის გადასახადი 24 ათასი ლარს შეადგენს მე- 9 დან მე-12 კლასის ჩათვლით. მერვე კლასში კი 18 500 ლარია გადასახადი. ამერიკულ აკადემიაში მხოლოდ უფროსკლასელები სწავლობენ, რადგან იქ სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. აკადემია ლისის ტბაზე მდებარეობს. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

ბრიტანულ-ქართული აკადემია

სწავლის წლიური გადასახადი 1-8 კლასის ჩათვლით არის 5500 დოლარი ექვივალენტი ლარში. 9-დან მე-12 ჩათვლით - 5900 დოლარი.

mshoblebi

სკოლა ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს. აკადემია როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრს, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებს სთავაზობს მშობლებს. გადასახადში შედის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვება, ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები სპეციალური საშეღავათო ბარათებით სარგებლობენ კაფეტერიაში.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

კავკასიის ფრანგული სკოლა

კავკასიის ფრანგულ სკოლაში სწავლის წლიური გადასახადი დაწყებით კლასებში – 5100 ევროა, ხოლო მაღალ კლასებში - 5450 ევრო.

mshoblebi

სასწავლებელი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. სკოლაში არის საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა და კოლეჯი. კავკასიის ფრანგული სკოლა აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. სწავლების ენა ფრანგულია. სკოლა დაარსდა 2006 წელს. ოთხი წლის განმავლობაში სკოლა ფრანგული კულტურის ცენტრის შენობაში ფუნქციონირებდა, 2010 წლიდან კი, ახალ შენობაში, ვაკის პარკის განაპირას გადმოვიდა.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

ევროპული სკოლა

სწავლის წლიური გადასახადი ქართულ სექტორზე 4 000 ევროა 1-დან მე-12 კლასამდე. იმ კურსით, როცა მშობელი სწავლის საფასურს შეიტანს. ინგლისური სექტორი კი 7000 ევრო ღირს 1-დან მე-5 კლასამდე ბავშებისთვის, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.

mshoblebi

უცხო ქვეყნების მოქალაქე მოსწავლეებისთვის 8000 ევროა გადასახადი. მეთორმეტე კლასის ჩათვლით 9000 ევროა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოსწავლისთვის - 11 000 ევრო. ამ თანხაში, სწავლის გარდა, შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრე.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

სკოლა "ლოგოსი"

"ლოგოსი" მესამე საფეხურის სკოლაა, იქ უფროსკლასელები სწავლობენ.

mshoblebi

სკოლაში ცდილობენ, მოსწავლეები საფუძვლიან მოამზადონ საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. მე-7 და მე-8 კლასში სწავლის გადასახადი არის 9 000 ლარი, ხოლო მე-10 კლასიდან ზემოთ - 11180 ლარი.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

ბაქსვუდის სკოლაში სწავლის საფასურია 2400 ფუნტი ექვივალენტი ლარში (დაახლოებით 8300 ლარამდე მერყეობს).

mshoblebi

სკოლაში თითოეული კლასი მაქსიმუმ 20 მოსწავლისგან შედგება. წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელით, დიპლომით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებენ. ასევე, ენიშნებათ სტიპენდიაც. საზაფხულო პროგრამის ფარგლებში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ რამდენიმე თვით ან კვირით გაემგზავრონ ბრიტანეთში. სკოლა წყნეთში მდებარეობს.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

სწავლის საფასური მოსამზადებელ ჯგუფში შეადგენს 4,500 ლარს წელიწადში, ხოლო სკოლაში - 8,000 ლარს წელიწადში.

mshoblebi

ფასში შედის სწავლა, საშინაო დავალებების სკოლაში მომზადება, სპორტი, სამჯერადი კვება, ტრანსპორტი. სკოლა კიკეთში მდებარეობს და ლევან ვასაძის სკოლის სახელითაც არის ცნობილი.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

"ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლა"

სწავლის საფასურია 2100$-ის ექვივალენტი ლარში წლიურად, პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით, X-XII კლასი კი - 2300$.

mshoblebi

გადასახადში შედის ერთჯერადი კვება მე-4 კლასის ჩათვლით და ყველა ძირითადი წრე (ჭადრაკი, ცეკვა, სიმღერა, ხელოვნება, სპორტი - კალათბურთი, ფეხბურთი, ჩოგბურთი არჩევით, ტანვარჯიში და ჯინო ფერედაისის საცურაო აუზზე ცურვა და აქვა-აერობიკა). წრეების გარკვეული სახეობები აკლდება მე-3 კლასიდან.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

BGS

mshoblebi

BGS საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაციის, Pearson Edexcel International – ის რეგისტრირებული ცენტრია და სარგებლობს უფლებით, ქვეყნიდან გაუსვლელად, საკუთარ ტერიტორიაზე ჩაუტაროს მოსწავლეებს საერთაშორისო საატესტატო (IGCSE) და უნივერსიტეტში მისაღები ( AS/A-Level) გამოცდები; სწავლის ღირებულება 1-6 კლასის ჩათვლით არის 4000 დოლარი. მე-7-დან მე-10 კლასის ჩათვლით 5000 დოლარი. 11-12 კლასში, მხოლოდ ქართული პროგრმა 3000 დოლარი ღირს, მაგრამ ინგლისური პროგრამა და ქართული პროგრამა ერთად ღირს 6000 დოლარი. საფასურში შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრე.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

mshoblebi

სწავლის წლიური საფასური სტანდარტული პროგრამით არის 5400 ლარი. პირველი კლასი აიტი პროგრამით ღირს 4000 ევრო, ხოლო პრესქული, იგიევე სკოლამდელი მოსამზადებელი პროგრამა - 3000 ევრო.

სკოლაშია სხვადასხვა სახის კლუბი და წრე, რაც გადასახადში შედის. მე-4 კლასამდე ასევე გადასახადში ბავშვების 2-ჯერადი კვება შედის, მე-4 კლასის ზევით უკვე მოსწავლეს კვებისთვის დამატებითი ფინანსები (საშუალოდ, დღეში 5 ლარი) სჭირდება. სკოლას ასევე აქვს ფასიანი საზაფხულო სკოლები.