ვინ არის სამეფო ოჯახის შვილების ძიძა - მშობლები

ვინ არის სამეფო ოჯახის შვილების ძიძა

2018-04-26 06:13:48+04:00

მისი პირადი ცხოვრება მკაცრად გასაიდუმლოებულია ძიძის გარეშე ვერს სამეფო კარის შვილები იზრდებიან. ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილების ძიძაზე უამრავს საუბრობენ, მას რეალურ მერი პოპინსსაც უწოდებენ.

მათი ძიძა, მარია ტერეზა ტურიონ ბორალო 47 წლისაა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახში უკვე 4 წელია მუშაობს. როდესაც ქეითმა და უილიამმა ის ძიძად აიყვანეს, ჯორჯი 7 თვის იყო.

მარია ბრიტანეთის ძიძების მოსამზადებელი კოლეჯის კურსდამთავრებულია, რომელიც ნორლენდში გაიარა. სკოლა საკმაოდ ძველია, დაახლოებით 125 წლის წინ დაარსდა. ეს ყველა პრესტიჟული კოლეჯია მთელ მსოფლიოში, რომელიც ძიძებს სამეფო ოჯახებისა და პირველი პირებისთვის ამზადებს. ბრიტანეთში ხუმრობენ, მერი პოპინსი რომ რეალური ყოფილიყო, ის აუცილებლად ნორლენდის კოლეჯის კურსდამთვრებული იქნებოდაო.

mshoblebi
მარია ტერეზა ბორალო პატარა პრიცთან და დედოფალ ელისაბედთან ერთად

პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და მედიცინის საკითხების გარდა ძიძებს აქ დიეტოლოგიასაც ასწავლიან, საბრძოლო ხელოვნებასაც და ექსტრემალურ პირობებში

ლაშქრობასაც. იციან თხილამურების მართვა, ჯირითი და თევზაობაც კი. ეხერხებათ უმაღლეს დონეზე საბავშვო დღესასწაულების მოწყობა, საბავშვო ეტლით კი შეუძლიათ მოიგერიონ საშიში თავდამსხმელიც.

mshoblebi

კოლეჯი ბათში მდებარეობს და მომზადების მაღალი სტანდარტებით მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი.

ამ კოლეჯში სწავლა 3 წლის განმავლობაში გრძელდება, ყოველწლიური გადასახადი კი 15 ათასი ფუნტია. ამის გათვალისწინებით, ბორალო სავარაუდოდ, შეძლებულ ესპანურ ოჯახში გაიზარდა, თუმცა მისი წარმომავლობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ბავშვებს ესპანურსაც ასწავლის და როგორც ამბობენ, კარგად ფლობს ტაიკვანდოს ხელოვნებას. სამეფო ოჯახი მისი კულინარული ოსტატობითაც მოხიბლულია. პრინცი ჯორჯის პირველ დაბადების დღეზე სწორედ ძიძამ გამოაცხო ნუშის ტორტი, რომლის გემოც ბევრს დღემდე არ დავიწყებია.

mshoblebi
მარია ტერეზა უნიფორმას მხოლოდ ოფიზიალურ მიღებებზე იცვამს, სხვა შემთხვევაში ფორმის გარეშეა

რაც შეეხება პატარა პრინცისა და პრინცესას ცაცმულობას, ქეით მიდლტონი ძიძას ბოლომდე ენდობა. სწორედ ძიძის შერჩეული იყოს ის ცნობილი ნაქსოვი ქუდი, რითად პატარა სარლოტა პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

კენსინგტონის სასახლეში ძიძის შესახებ პირადი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. აკრძალულია ცნობების გაცემა მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების შესახებ, თუმცა პრესამ მაინც შეძლო გარკვეული დეტალების მოძიება.

mshoblebi
მარია ტერეზა კოლეჯში სწავლისას

მარია ოთხშვილიანი ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ძველი ნაცნობების მოგონებით, თავისი პურიტანული შეხედულებებით ძალიან განსხვავდებოდა სხვა გოგონებისგან და ფიქრობდნენ, რომ მონაზონი გახდებოდა.

თავის დროზე პრონცი უილიამი და ჰარიც ძიძამ გაზარდა, რომელიც 15 წლის განმავლობაში ბიჭებს გვერდიდან არ მოშორებია. მათ გვერდით იდგა მშობლების განქორწინების დროსაც და არც სამეფო ქორწილში

დავიწყებიან მისი მიწვევა.

mshoblebi
ოლგა პაუელი პატარა პრინცს შენიშვნას აძლევს

"ჰარი და უილიამი ჩვეულებრივი ბავშვებივით იზრდებოდნენ, მათ მშობლებს უნდოდათ ნორმალური ბავშვობა ეჩუქებინათ მათთვის. მოუსვენარი ბიჭები იყვნენ, სულ სადღაც ძვრებოდნენ ან საიდანღაც ხტებოდნენ" - ამბობდა უკვე ასაკში შესული ოლგა პაუელი, რომელიც 6 წლის წინ 82 წლის ასკში გულის შეტევით გარდაიცვალა.