10 ახალი საუკეთესო ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, რომლითაც მოზრდილებიც კმაყოფილები დარჩებიან - მშობლები

10 ახალი საუკეთესო ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, რომლითაც მოზრდილებიც კმაყოფილები დარჩებიან

2018-05-07 11:17:51+04:00

10 ახალი საუკეთესო ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, რომლითაც მოზრდილებიც კმაყოფილები დარჩებიან

1. კურდღელი პიტერის თავგადასავალი - ძალიან სახალისო ანიმაცია, რომელიც კურდღელ პიტერსა და მის მეგობრებზეა. მხიარულ და პოზიტიურ პიტერს ყველაფერი აინტერესებს. მას ადამიანებთანაც მოუწევს ურთიერთობა. თანდათან მისი ცხოვრება კიდევ უფრო სახალისო და თავგადასავლებით აღსავსე ხდება.

mshoblebi

2. შერლოკ გნომსი - გნომებს საფრთხე უახლოვდებათ. მათაც ჰყავთ თავიანთი შერლოკ ჰოლმსი, რომელიც დახმარების ხელს გაუწვდის. ანიმაცია სავსეა მხიარული და დაძაბული მომენტებით.

mshoblebi

3. კოკო - პატარა ბიჭის ოჯახს უცნაური ისტორია აქვს. ოჯახში არავის არ აქვს უფლება, რომ გიტარაზე დაუკრას და მუსიკასთან შეხება ჰქონდეს. მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ მუსიკალურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და უეცრად სხვა განზომილებაში ხვდება.

mshoblebi

4. მოპარული პრინცესა - ფილმი დაუმორჩილებელ პრინცესაზეა, რომელიც ძალიან ჯიუტია. გოგონა სასახლიდან გარბის და შემთხვევით მშვენიერ პრინცს ხვდება. იგი მას სრულიად სხვა სამყაროს გააცნობს. ეს სათავგადასავლო ანიმაცია საკმაოდ კარგ განწყობას შეგიქმნით.

mshoblebi

განაგრძეთ კითხვა