„არ შეიძინოთ ისეთი თევზის ქონი/ომეგა -3, რომელშიც ეს ორი ინგრედიენტი მითითებული არ არის“ - ფარმაცევტის რჩევები, როგორ შევამოწმოთ წამლის ხარისხი - მშობლები

„არ შეიძინოთ ისეთი თევზის ქონი/ომეგა -3, რომელშიც ეს ორი ინგრედიენტი მითითებული არ არის“ - ფარმაცევტის რჩევები, როგორ შევამოწმოთ წამლის ხარისხი

2018-05-14 06:51:41+04:00

რა იმალება ერთი დასახელების მქონე "ძვირ" და "იაფ" წამალში საკვებისა და ტანსაცმლის შემდეგ ჩვენი მოქალაქეები ყველაზე დიდი რაოდენობით წამლებსა და ფარმაცევტულ პროდუქციას მოიხმარენ. როცა მედიკამენტებს ამდენი ოჯახი სისტემატურად ყიდულობს, რა თქმა უნდა, წამლების მიმართ ინტერესიც დიდია.

რა იმალება ერთი დასახელების მქონე "ძვირ" და "იაფ" წამალში, რა სხვაობაა მათ შორის და რას ნიშნავს "ხარისხიანი" წამალი, როგორ მზადდება სინამდვილეში ასეთი მნიშვნელოვანი პროდუქცია და როგორ მოდის ჩვენამდე. საათიაქო პროდუქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ კითხვებზე "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტი ნანა ხურციძე გვპასუხობს.

- რა სხვაობაა ერთი შემადგენლობის სხვადასხვა დასახელების წამლებს შორის, რა იწვევს ფასებს შორის მკვეთრ განსხვავებას? ეს განსხვავებები მოსახლეობის გულისწყრომას და ხშირად დაბნეულობასაც იწვევს. იქნებ განუმარტოთ მათ, რაშია საქმე.

- პირველ რიგში განვმარტავ, რას ეწოდება ერთი შედგენილობის, ანუ ერთი და იგივე წამლები. ყველა წამალს აქვს ორი დასახელება - საერთაშორისო და სავაჭრო. საერთაშორისო არის მისი მოქმედი ნივთიერება, რომელსაც ცნობენ ყველა ქვეყანაში, მაგალითად იბუპროფენი ყველგან იბუპროფენია, ამერიკაშიც და იაპონიაშიც. სავაჭრო სახელს კი წამალს არქმევს მწარმოებელი კომპანია. იბუპროფენს ჩვენს აფთიაქებში შეხვდებით ნუროფენის, მიგ-400, პროფენის, ინფორინის იბუ-400, პერუფენის სახით. ამიტომ ხშირად მათ ერთი და იგივე წამლებს უწოდებენ. რა განსხვავებაა ერთი შემდგენლობის წამლებს შორის? ამ კითხვაზე მაქვს ასეთი მარტივი პასუხი - სალათის მომზადებისას ბოსტნეულთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ზეთი. ჩვეულებრივი ან ცივი დაწურვით მეთოდით მიღებული მაღალი ხარისხის ზეითუნის. პირველმა შეიძლება ნაღვლის ბუშტი გააღიზიანოს, მეორემ არა... მოცემულობა ასეთია - ორივე არის სალათი, ერთნაირი ინგრედიენტები, ფერით, ორივე ანაყრებს .... თუმცა მასში განსხვავებულია ზეთის ხარისხი. ახლა დამზადების ტექნოლოგიას შევხედოთ - ვიღაცამ შეიძლება სალათის ფოთლები სწრაფად, უხარისხოდ გარეცხოს, ვიღაცამ სრული წესების დაცვით, ვიღაცამ შეიძლება სალათის ფოთლები დანით დაჭრას და ლითონთან შეხების გამო მისი სასარგებლო ნივთიერებები დაასუსტოს, ვიღაცამ კი ხელით, ნაზად დაანაწევროს და ბოლომდე შეუნარჩუნნოს სასარგებლო თვისებები... ასეა წამალიც. არის ერთი და იგივე მოქმედი ნივთიერება, ანუ ,,იგივე’’ წამლები, როგორც უწოდებენ, ორივე მოქმედებს დაავადებაზე, თუმცა მეტ-ნაკლები ეფექტით, ერთის მოხმარებისას შეიძლება ალერგია განვითარდეს, მეორე შემთხვევაში - არა. ამიტომ წამლის არჩევისას, გარდა იმისა, რა არის მისი აქტიური ნივთიერება, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი წესით არის დამზადებული, რა ტექნოლოგიებია გამოყენებული.... ორი ერთნაირი წამლიდან ერთი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი აბი, მეორე წამალში კი აქტიური ნივთიერება უკვე დაქუცმაცებული, დანაწევრებული, შესაბამისად, პირველი წამალი ტაბლეტის სახით ნელა მოქმედებს, მეორე კი ბევრად სწრაფად და ეფექტურად.

- როცა ადამიანი რაიმე ხარისხიანს ეძებს, პირველ რიგში ცდილობს ცნობილი და კარგი ბრენდები აარჩიოს. სამაგიეროდ, როცა ეძებს მაგალითად, ომეგა 3-ს, რომელიც უამრავი წარმოებისაა, არ იცის, რომელი ბრენდი ჯობია. საერთოდ არ ირჩევენ წამლებს ბრენდის მიხედვით. სინამდვილეში წამლებშიც არსებობს პრესტიჟული ბრენდები?

- გეთანხმებით, თუ საუბარია სუნამოებზე, ვიცით, რომელი ბრენდებია საუკეთესო, იგივეა ტექნიკის შეძენის შემთხვევაში, მაგრამ რომელი ბრენდი გვახსენდება, როდესაც თუნდაც ომეგა-3-ზეა საუბარი? საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უამრავი სახეობის თევზის ქონია, რომელიც ომეგა-3-შეიცავს, როგორ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი, თუ მას ხარისხიანი თევზის ქონის შეძენა უნდა?

ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ თევზი მოპოვებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ანუ ცივი ოკეანის წყლებიდან, რადგან მსოფლიოს წყლები დაბინძურებულია ნავთობით, მძიმე ლითონების მარილებით, ნიტრატებით, წყალი ბინძურდება ატმოსფეროში არსებული სამრეწველო ნარჩენებით, ჩამდინარე წყლებით... შესაბამისად, ამ წყლებში მობინადრე თევზები და განსაკუთრებით მათი ღვიძლი დაბინძურებულია ამ ნივთიერებებით, რომელიც შემდეგ ადამიანის ორგანიმზში ხვდება. თუ ნედლეული ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოპოვებული, ამის შესახებ აუცილებლად იქნება ნათქვამი ანოტაციაში. ასევე მნიშვნელოვანია დამზადების ტექნოლოგია და ბოლოს თევზის ქონი ორ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხიმოვან მჟავას უნდა შეიცავდეს - EPA და DHA. არ შეიძინოთ ისეთი თევზის ქონი/ომეგა -3, რომელშიც ზუსტად არ არის მითითებული ამ ცხიმოვანი მჟვების შემცველობა.

რაც შეეხება ბრენდებს, არაერთი ხარისხიანი ბრენდია ფარმაცევტულ ბაზარზე. მაგალითად, ვიტამინების და საკვები დანამატების მწარმოებელთაგან შემიძლია "ვიტაბიოტიქსი" დავასახელო. თამამად ვასახელებ, რადგან ვიტაბიოტიქსი მხოლოდ ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს აწარმოებს, რომლებიც ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება მიიღოს ადამიანმა. ეს ბრიტანული ბრენდია, რომელიც ცნობილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ინგრედიენტებით. ამის საშუალება ყველა ფარმაცევტულ კომპანიას არ აქვს.

- წამლის ანოტაციაში უმრავლესობა მხოლოდ დოზებს და უკუჩვენებებს აკვირდება. კიდევ რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება, რაც წამლის სანდოობაზე მიუთითებს

- წამლის სანდოობაზე მიუთითებს პირველ რიგში მისი მწარმოებელი კომპანიის ისტორია. ხარისხიანი წამალი აუცილებლად უნდა ფლობდეს GMP- ის სტანდარტს. GMP - სიტყვასიტყვით ნიშნავს კარგი წარმოების პრაქტიკას და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებას.

რუბრიკა "ფარმაცევტის რჩევით" მიზნად ისახავს მკითხველის მეტ ინფორმირებას მედიკამენტებთან დაკავშირებით. წამლებთან დაკავშირებით შეგიძლათ კითხვები კომენტარების ველშიც დააფიქსიროთ. "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტებთან ინტერვიუებში აუცილებლად ეტაპობრივად უპასუხებენ მათ.