"ძალიან მრცხვენია დედასი... მრცხვენია ვუთხრა, რომ ჩემი ბრალია..." - მაკა ზამბახიძის ქალიშვილის ემოციური სიტყვები - მშობლები

"ძალიან მრცხვენია დედასი... მრცხვენია ვუთხრა, რომ ჩემი ბრალია..." - მაკა ზამბახიძის ქალიშვილის ემოციური სიტყვები

2018-05-14 20:37:09+04:00

"ძალიან ბევრს ვმუშაობდით, ვშრომობდით და ახლა ჩავხედო თვალებში და იცი რა, დედა, მე მაქსიმუმი გავაკეთე და ჩემი ბრალი არ არის" პროექტ "იქს-ფაქტორის" 4 სკამის კონკურსს მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე ჩიტაძე გამოეთიშა, რომელმაც შესანიშნავად იმღერა, თუმცა კონკურსის პირობებით მხოლოდ ოთხი უნდა დარჩენილიყო და ნანიკო ხაზარაძემ სხვა კონკურსანტებზე შეაჩერა ამჯერად არჩევანი.

სალომემ, რომელსაც დედა გულშემაკტივრობდა დარბაზიდან, საკმაოდ ემოციურად გამოხატა პროექტის დატოვება:

"მე არ დავდე ჩემი მაქსიმუმი და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია... ერთადერთი ისაა, რომ ძალიან მრცხვენია დედასი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდით, ვშრომობდით და ახლა ჩავხედო თვალებში და იცი რა, დედა, მე მაქსიმუმი გავაკეთე და ჩემი ბრალი არ არის. მრცხვენია, რომ ვუთხრა, რომ ჩემი ბრალია და შევარცხვინე...."

იხილეთ ამ თემაზე მაკა ზამბახიძის ვრცელი კომენტარი "აღარ მინდა, რომ რომელიმე პროექტში ისევ გავიდეს" - მაკა ზამბახიძის შვილი "იქს ფაქტორს" გამოეთიშა