სად შეგიძლიათ გაიაროთ ყელ-ყურის ექიმის, ნევროლოგის, გასტროენტეროლოგის უფასო კონსულტაცია - მშობლები

სად შეგიძლიათ გაიაროთ ყელ-ყურის ექიმის, ნევროლოგის, გასტროენტეროლოგის უფასო კონსულტაცია

2018-05-16 08:00:54+04:00

ერთი თვის განმავლობაში 0-18 წლის ასაკის მოზარდებს უფასოდ გასინჯავენ ბავშვთა ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და ნევროლოგი პირველი მაისიდან ერთ თვის განმავლობაში პედიატრიულ პრივატ კლინიკაში 0-18 წლის ასაკის პაციენტებს უფასო კონსულტაციები და გასინჯვები ჩაუტარდებათ.

ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს პაციენტებს ჩაუტარდებათ ნევროლოგის, ბავშვთა ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის უფასო გასინჯვები. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა.

რა ჩივილის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბავშვთა ნევროლოგს?

ნევროლოგის კონსულტაცია მნიშვნელოვანია 3 წლის ასაკისთვის, როდესაც ხშირად ვლინდება სხვადასხვა ნევროტული მდგომარეობა: ჩნდება შიშები, აკვიატებული უნებლიე მოძრაობები, ძილის დარღვევები, თავის ტკივილი.

4-5 წლიდან ნევროლოგთან ვიზიტის ხშირი მიზეზია ენურეზი, მეტყველების, კოორდინაციის დარღვევები, რისი მკურნალობაც მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკამდე, რათა არ ჩამოყალიბდეს დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ შემთხვევაში ნევროლოგი მუშაობს სხვასპეციალისტებთან (პედაგოგი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი) და მშობლებთან ერთად.

სკოლის ასაკის ბავშვებში სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა აქტუალურია ემოციური და მზარდ დატვირთვასთან დაკავშირებული ადაპტაციის დარღვევები. ხშირად ჩნდება ტიკური ჰიპერკინეზები და სხვა ნევროტული მდგომარეობები, ირღვევა ძილი.

გარდატეხის ასაკში შეიძლება გამწვავდეს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ქრონიკული მდგომარეობები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა).

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს:

თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება:

მწვავე და ქრონიკული მუცლის ტკივილი; წამოქაფება, რეფლუქსი; ღებინება; შეკრულობა; ქრონიკული ან მწვავე დიარეა; კვების პრობლემება; წონის პრობლემები ( სიმსუქნე, სიგამხდერე); ლაქტოზის აუტანლობა; სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან; საკვების აუტანლობა ან ალერგია; მოკლე ნაწლავის სინდრომი; ნაწლავის ანთებითი დაავადებები; ღვიძლის პრობლემები.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ყელ-ყურ ცხვირის ექიმს?

თუ ბავშვს აღენიშნება:

პირით სუნთქვა; ხშირი სურდო; ხვრინვა; ოტიტი; "გაჭედილი" ცხვირი; გაძნელებული სუნთქვა; კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება; ხშირი ანგინა. mshoblebi

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ქირურგს?

თუ ბავშვს აღენიშნება:

რაიმე ხილული ქირურგიული პათოლოგია ჭიპის თიაქარი კისრის შუა კისტა ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი ტკივილი მუცლის ღრუში თანდაყოლილი პათოლოგია რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას!

მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დაგეგმოთ ვიზიტი: 0322602460

მისამართი: თბილისი. თემქა, XI მ/რ, კვ. 1, პედიატრიული პრივატ კლინიკა