გამოჩნდა ლაბორატორიაში, რომ წამლის მიღებული დოზა ჭარბი იყო რამდენიმე დღის წინ კომაში ჩავარდნილი მშობიარის, ნათია ჩაგანავას შესახებ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ძალიან განიცდის ახალგაზრდა ქალის მდგომარეობას, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო ბავშვის გვერდით ყოფნა. მისმა ახლობლებმა უგონოდ მყოფი ნათია თურქეთის ერთ-ერთ კლიკაში წაიყვანეს. რას ამბობენ უცხოელი ექიმები და რა პროგნოზი კეთდება, ამის შესახებ ნათიას მეუღლე ჯემალ ჩხაიძე საუბრობს.
- ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან, ნათიას მდგომარეობა კვლავაც უმძიმესია... ფილტვები, გული, ღვიძლი და თავს ქვემოთ სხვა ორგანოები ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, მაგრამ ტვინი ისევ გათიშულია და წნევა ძალიან თამაშობს. თურქეთში ანალიზები რომ აუღეს, დაასკვნეს, რომ ქართველი ექიმების მიერ ჭარბი დოზით ჰქონდა წამალი მიღებული. ერთერთი ნემსიც არასწორად ჰქონდა გაკეთებული, არ იყო საჭიროო... არადა საქართველოში გვეუბნებოდნენ, პაციენტი სადაც არ უნდა წაიყვანოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იგივეს გაუკეთებენო. თურქეთში გვითხრეს, ცოტა ადრე რომ ჩამოგეყვანათ სრული გარანტია იყო გამოჯანმრთელებისო...Aახლა კი ხუთი პროცენტი გვითხრეს და მეორე დღეს ერთი პროცენტიც დაუმატეს. გათიშულ მდგომარეობაში, ფეხზე წამოაყენეს და ისე მკურნალობენ, სისხლმა რომ იმოძრაოს და შეიძლება თავისით გაიტანოს ყველაფერიო... რეანიმაციაშია და ერთი წუთით არ შორდებიან გვერდიდან, მართლაც უმაღლეს დონეზეა იქ ყველაფერი.
ერთი სიტყვით, აქაური ექიმების დაუდევრობაა და მე სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებ. თურქეთში ექიმმა მითხრა, მე რომ არ გითხრა, იქ რა შეცდომებია დაშვებული, კლინიკასაც დახურავენ და ყველას ციხეში გაგვიშვებენო... ნათია ჯანმრთელი გოგოა, არ სვამდა, არ ეწეოდა... საღამოს უცებ დაწვა და ჩემს ხელში გაითიშა. იქ რომ არ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი რომ წაიქცა ან რამე დაემართა. ექიმს რომ ვკითხე, რა წამალს უკეთებ-მეთქი, არ მითხრა. გაუკეთა და მალევე გაითიშა. იქ რომ არ ვყოფილიყავი, საერთოდ არც ვიცი, რა მოხდებოდა... მე არ ვაპირებ შევარჩინო აქაურ ექიმებს ეს ყველაფერი, ამდენი ხალხი დამიდგა გვერდით და ისინიც არ მაპატიებენ, რომ არ ვიბრძოლო!
ოჯახის თანხმობით ნათიას დასახმარებლად ვაქვეყნებთ შემდეგ ანგარიშებს:
იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
#GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში
#GE12TB7990736080100007
$-დოლარში
#GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო
#GE94TB7990736180100002
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი
სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14
მანანა გაბრიჭიძე