რულეტის ბისკვიტის ყველაზე სწრაფი და მარტივი რეცეპტი - მშობლები

რულეტის ბისკვიტის ყველაზე სწრაფი და მარტივი რეცეპტი

2014-09-03 18:47:46+04:00

ჯობს, შინ გამოაცხოთ, მით უმეტეს, რომ ძალიან მარტივი რეცეპტის საიდუმლოს გიზიარებთ რულეტები სხვადასხვაგვარი გულსართით ბავშვებს ძალიან უყვართ, თუმცა მაღაზიებში ნაყიდი მრავალფეროვანი რულეტები ხშირად კრიტიკას ვერ უძლებს – ხან გემო არ გვაკმაყოფილებს, ხან კონსერვანტებით და საღებავებით არის გაჯერებული და საერთო ჯამში, არც სარგებლობა მოაქვს და არც კმაყოფილება. ჯობს, შინ გამოაცხოთ, მით უმეტეს, რომ ძალიან მარტივი რეცეპტის საიდუმლოს გიზიარებთ.

დაგჭირდებათ

კვერცხი – 4 ცალი

მარილი – 0,1 ჩაის კოვზი

შაქრის ფხვნილი – 1 ჭიქა

ფქვილი – 1 ჭიქა

მომზადება

კვერცხსა და მარილს მიქსერით ავთქვეფთ უწყვეტად. როცა მასა მოცულობით გაიზრდება, ვუმატებთ შაქარს და ნელ-ნელა ვუმატებთ ფქვილს. როცა ცომი მომზადდება – მოათავსეთ ლისტზე, რომელიც პერგამენტით არის დაფარული და ზეთი აქვს წასმული. შემდეგ შედგით ჰაერღუმელში 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

როგორც კი გამოიღებთ, სანამ გაგრილდება, წაუსვით ნებისმიერი გულსართი, ტკბილი ხაჭო იქნება თუ მურაბა, ჯემი, რაც გინდათ, და რულეტივით დაახვიეთ.