უგემრიელესი ბროკოლის წვნიანის მომზადების რეცეპტი - მშობლები

უგემრიელესი ბროკოლის წვნიანის მომზადების რეცეპტი

2018-05-21 12:31:34+04:00

სასარგებლო რეცეპტები ბავშვებისთვის

როგორც იცით, ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვის მენიუში. გთავაზობთ ბროკოლის წვნიანის რეცეპტს:

დაგჭირდებათ:

ხახვი - 1

სტაფილო - 2

ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 2

ბროკოლი - 1 თავი

ტომატ-პასტა - 1 ს.კ (ან პომიდორი)

კარტოფილი - 6-7

ქინძი - 1 კონა

ნიორი - 1 კბილი

მარილი და პილპილი

მომზადება

ხახვი და სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და კარტოფილი, დავასხათ მდუღარე წყალი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. კარტოფილს რომ ცოტა დააკლდება მოხარშვა, დავუმატოთ ბროკოლის ყვავილედები და ტომატ პასტა (ან გახეხილი პომიდორი). მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და პილპილი (ბავშვს თუ უკეთებთ, პილპილი შეგიძლიათ არ მოაყაროთ).