როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს? - მშობლები

როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს?

2018-06-05 19:37:49+04:00

თქვენც უნდა იცოდეთ და თქვენმა შვილებმაც თუ შენობაში ხართ მიწისძვრის დროს:

არ შეხვიდეთ ლიფტში. პირველი ბიძგების შეგრძნებიდან ნგრევამდე 10-15 წამი გაქვთ. ეცადეთ სასწრაფოდ დატოვოთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან. ნუ დატოვებთ შენობას, თუ ვერ დასცილდებით მას უსაფრთხო მანძილამდე. თუ იმყოფებით მეორე სართულზე და ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას. ნუ გამოხვალთ კიბეზე, აივანზე. არ ისარგებლოთ ლიფტით. უმჯობესია დარჩით იქ, სადაც ხართ. გაჩერდით შუა კედლების კუთხეში, საყრდენი კედლის კარის თაღში ან ოთახის კუთხეში - ფანჯრებიდან, კარადებიდან, ჭაღიდან, კარიდან და სარკისგან მოშორებით. თავი შეაფარეთ საწოლის ან მაგიდის ქვეშ, რომელიც დაგიცავთ ნგრევის ან რყევის შედეგად ჩამოვარდნილი მძიმე საგნებისა და ნამსხვრევებისაგან. გამორთეთ ტელევიზორი და სხვა ყველაფერი, რაც ჩართულია. არ ისარგებლოთ ასანთით, სანთელით, სანთებელით - შესაძლოა აირის გაჟონვისას ხანძარი გაჩნდეს. მაშინვე ჩააქრეთ ხანძრის ნებისმიერი წყარო. გააღეთ კარი, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ შენობიდან გამოსვლის შესაძლებლობა.