რატომ ვარ ზარმაცი დედა - მშობლები

რატომ ვარ ზარმაცი დედა

2018-06-06 07:40:51+04:00

"დიახ, ზარმაცი ვარ. რადგან მინდა, რომ ჩემი შვილები იყვნენ დამოუკიდებლები, ინიციატივისა და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანები..."

ცნობილი ბლოგერისა და მწერლის ანა ბიკოვას ჩანაწერებიდან:

"მინდა ჩემი ბლოგი ამ თემით დავიწყო... 2 წლის წინ, ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ საიტზე გამოვაქვეყნე სტატია "მე - ზარმაცი დედა". 6 თვის შემდეგ დამირეკეს ჟურნალის რედაქციიდან და აიღეს ნებართვა ჩემი სტატიის გამოქვეყნებაზე. გავიდა 2 წელი და აღმოჩნდა, რომ ჩემს სატატიას განიხილავენ სხვადასხვა ფორუმზე, აზიარებენ, წერენ ერთმანეთს კომენტარებში... ამასთან, ინტერნეტში "დახეტიალობს" რაღაც არასრული ვერსია. სინამდვილეში, სტატიაში საუბარია სიზარმაცეზე არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ისეთი პირობების შექმნაზე, რაც ბავშვს გახდის დამოუკიდებელს. დიდი სხვაობაა ამ ორ შეხედულებას შორის: "შენ როდის გააკეთებ მაგას, სჯობს ისევ მე გავაკეთო" და "სჯობს ჩემი ძალისხმევა მოვახმარო იმას, რომ ვასწავლო ყველაფერი, რათა შემდეგ დამოიკიდებლად აკეთოს ყველაფერი".

ნაწყვეტი ანა ბიკოვას წიგნიდან "დამოუკიდებელი ბავშვი, ანუ როგორ გავხდე ზარმაცი დედა".

რატომ ვარ ზარმაცი დედა

დიახ, ზარმაცი ვარ. რადგან მინდა, რომ ჩემი შვილები იყვნენ დამოუკიდებლები, ინიციატივისა და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება გამოავლინოს ასეთი თვისებები.

საბავშვო ბაღში მუშაობის დროს მშობლების ჰიპერმზრუნველობის არაერთ მაგალითს შევსწრებივარ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა სამი წლის სლავა. მშობლები თვლიდნენ, რომ ის ვალდებული იყო ყველაფერი ეჭამა, რადგან წონაში დაიკლებდა. არ ვიცი, როგორ აჭმევდნენ სახლში, მაგრამ სლავას გამოხატული მადის დარღვევა ჰქონდა. ის მექანიკურად ღეჭავდა და ყლაპავდა ყველაფერს - რაც ედო თეფშზე. ამასთან, ხელით უნდა გეჭმია, რადგან "ჯერ დამოუკიდებლად ჭამა არ შეეძლო" (!!!). როდესაც პირველ დღეს ვაჭმევდი, შევამჩნიე, რომ სახეზე არ ჰქონდა გამოხატული არანაირი ემოცია. მივუტანდი კოვზს, პირს გააღებდა, დაღეჭავდა და ყლაპავდა...

ერთხელ, როდესაც ფაფას ვაჭმევდი, ვკითხე, მოსწონდა თუ არა. მან მიპასუხა "არაო". მე ვუთხარი, რომ თუ არ მოსწონდა, შეეძლო არ ეჭამა. სლავას თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა - მას ვერ წარმოედგინა, რომ ეს შესაძლებელი იყო... ჯერ ის სარგებლობდა ამ უფლებით, შემდეგ დაიწყო დამოუკიდებლად ჭამა, რადგან კვება ბუნებრივი მოთხოვნილებაა და მშიერი ბავშვი შეჭამს თვითონ.

მე ზარმაცი დედა ვარ. დიახ, მეზარებოდა ბავშვების ჭმევა. 1 წლის თავზე ვაძლევდი ხელში კოვზს და ვუჯდებოდი გვერდით. წლი-ნახევრისებს უკვე კარგად ეჭირათ ხელში ჩანგალი. რა თქმა უნდა მანამ, სანამ დამოუკიდებელი კვების უნარი ჩამოუყალიბდათ, ყოველი ტრაპეზის შემდეგ მიწევდა მაგიდის, იატაკის (თვითონ ბავშვის) მოწმენდა, მაგრამ სამაგიეროდ, მერე დავისვენე.

კიდევ ერთ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების უნარზე მოგახსენებთ. სლავა ბუნებრივ მოთხოვნილებებს პირდაპირ შარვალში იკმაყოფილებდა. დედამისი გვეუბნებოდა, რომ ყოველ 2 საათში გაგვეყვანა საპირფარეშოში. "სახლში მე თვითონ გამყავს ყოველ ორ საათში ერთხელ და ვსვამ ღამის ქოთანზე მანამ, სანამ ყველაფერს არ მოითავებს". ე.ი. სამი წლის ბავშვი ელოდებოდა, რომ ბაღშიც ისევე წაიყვანდნენ საპირფარეშოში, დაელოდებოდნენ, თუ არადა დაისველებდა შარვალს და არც მივიდოდა მასწავლებელთან დახმარების სათხოვნელად, სულაც არ იგრძნობდა თავს არაკომფორტულად. თუ მშობლები ყველაფერს უსრულებენ ბავშვს, ბავშვი ვერ სწავლობს რაღაცის მოთხოვნას და დასახმარებლადაც არ მიმართავს უფროსს. ერთ კვირაში სველი შარვლის პრობლემა გადაჭრილი იყო: "ფისი მინდა!" ამაყად გამოაცხადებდა ჯგუფში სლავა და მიემართებოდა უნიტაზისკენ.

საბავშვო ბაღში რატომღაც ყველა ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჩაცმას, ჭამას, საპირფარეშოში სიარულს...

დასვენების დღეებში მიყვარს დილით ძილი. ერთ შაბათ დილას გამეღვიძა 11 საათზე. ვხედავ, ჩემი 2,5 წლის ბიჭი ზის, უყურებს მულტფილმს და მიირთმევს ორცხობილას. ასევე უპოვია სიმინდის ბურბუშელა და კეფირი. იატაკზე მიმოფანტული ბურბუშელებით და დაქცეული კეფირით მივხვდი, რომ უკვე ისაუზმა. უფროსი ბიჭი (8 წლისაა) სახლში არ იყო. გუშინ მთხოვა მეგობრის მშობლებს კინოში მივყავართო. მე ხომ ზარმაცი დედა ვარ. ვუთხარი, რომ ადრე ვერ ავდგებოდი. ამიტომ თვითონ დააყენა მაღვიძარა, ადგა, მოემზადა და წავიდა (მეც დავაყენე ვიბრო ზარზე მაღვიძარა, ვუსმენდი როგორ ადგა, მოემზადა, დაკეტა კარები და წავიდა. ყველაფერი ეს ბავშვისთვის "კადრს მიღმა იყო", მან არ იცოდა, რომ მეც მეღვიძა).

ასევე მეზარება სკოლის ჩანთის შემოწმება, აუზის შემდეგ მისი ნივთების ამოლაგება და გაშრობა, მასთან ერთად მეცადინეობა, ნაგვის გადაყრა (ამიტომ სკოლაში წასვლისას გზად მიაქვს ნაგავი და ყრის ურნაში). კიდევ მყოფნის "უნამუსობა", ვთხოვო ჩემს შვილს მომიმზადოს ჩაი და მომიტანოს კომპიუტერთან. ეჭვი მაქვს, რომ წლების მატებასთან ერათდ უფრო მეტად გავზარმაცდები.

...საოცარი მეტამორფოზა ხდება ბავშვებში მაშინ, როდესაც ჩამოდის ბებია. უფროსი მაშინვე ივიწყებს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია გაკვეთილების მომზადება, ბუტერბროდის გაკეთება, ჩანთის ჩალაგება და სკოლაში წასვლა. მარტო დაძინებისაც კი ეშინია. გვერდით უნდა ეჯდეს ბებია! ჩვენი ბებია ზარმაცი სულ არ არის...

ბავშვები იქნებიან ინფანტილურები, თუ ეს აწყობთ უფროსებს.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

არა, ვთვლი რომ ბებიები არ უშლიან ხელს მშობლებს ბავშვის აღზრაში. ძალიან მაგარია, როდესაც ისინი აღზრდის სხვანაირ მეთოდს იყენებენ. ბავშვს ესმის, რომ შეუძლია სხვანაირად მოქცევა. ეს სასარგებლო უნარია მისი მომავლისთვის. მაგრამ იმ პირობით, თუ ბებია მუდმივად კი არ ცხოვრობს ბავშვთან არამედ, მასთან მოდის სტუმრად. ოჯახის ყველა წევრს ბავშვთან უნდა ჰქონდეს ერთნაირი მოთხოვნები! არა, ჩემი ბავშვები ყოველთვის არ ჭამენ ტკბილეულს. სტატიის აზრი იმაში არ არის, რომ მე ზარმაცი ვარ და არ ვამზადებ, არამედ იმაში, რომ ბავშვი, რომლის ფაფა ჯერ მზად არ არის, არ იჯდება მშიერი, მოძებნის გამოსავალს სიტუაციიდან. მისთვის ეს არ იქნება რთული, რადგან სახლში საჭირო პროდუქტების მინიმუმი ყოველთვის არის. არა, ეს არ არის საშიში. ჩემს სამზარეულოში ხელმისაწვდომად არ დევს პროდუქტები, რომლებიც საშიშია ბავშვისთვის. მაგ: ძმარი საიმედო ადგილზე მიდევს. ძილიც ძალიან ფხიზელი მაქვს. შემიძლია ბავშვის ნებისმიერი მოძრაობა ვაკონტროლო.

ასეთი მიდგომით, ბავშვები არ შეჭამენ მხოლოდ კანფეტებს. თუ თავიდან არ აიძულებთ ჭამას და თან არ ეტყვით: "შეჭამე სუპი და მიიღებ კანფეტს", ასეთ შემთხვევაში, ისინი ადექვატურად უდგებიან საჭმლის არჩევანს და სიამოვნებით მიირთმევენ.

არა, საშკა არ უყურებს მულტფილმებს მთელი დღის განმავლობაში. ის უპირატესობას ანიჭებს ძერწვას (ავეჯზე), ხატვას (კედლებზე), შენებას (ტუალეტის ქაღალდის რულონით მანქანებისთვის აკეთებს გზას). მას შეუძლია საკუთარი თავის გართობა. მან ყოველთვის იცის, რა უნდა.

Alaska had a 7.1 magnitude earthquake.

არა, მე არ ვართმევ ბავშვებს ბავშვობას. არ მყავს სპეციალურად გაწრთვნილი ბავშვები. ისინი ჩვეულებრივები არიან. ისინი ცელქობენ, ივიწყებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, შეუძლიათ თქვან: "არ მინდა". არიან ხმაურიანი და მოძრავები, სახლში ხშირად რაღაც იღვრება, იპნევა, ტყდება. ისინი "ალაგებენ" სახლს, მერე მე ვალაგებ თავიდან. იმიტომ, რომ საშკა 4 წლისაა და მისთვის რთულია 1 ლიტრი რძის მოწმენდა იატაკიდან. ის მირბის, მოაქვს ვედრო და ნაჭერი, გულმოდგინედ ცდილობს იატაკის მოწმენდას. მე ვაქებ და ვთავაზობ ჩემს დახმარებას.

დიახ, მე კიდევ უფრო გავზარმაცდი. უფროსი თვითონ დადის მაღაზიაში საპნის, სარეცხი საშუალებების, პროდუქტების საყიდლად. მან იცის, რომელი ფხვნილი უნდა იყიდოს ავტომატური სარეცხი მანქანისთვის, რომელი - ხელით რეცხვისთვის. შემიძლია ვთხოვო სარეცხის შეყრა მანქანაში და გარეცხვის შემდეგ მათი გაფენა. მტვრების გადაწმენდა, უმცროსი ძმისთვის რაიმეს წაკითხვა.

უმცროსი წყალს უსხამს ყვავილებს. ამასთან შეიძლება გადმოუყირავდეს ქოთანი, დაეყაროს მიწა... მაგრამ სწორედ ასე სწავლობს მოძრაობის კოორდინაციას, შეცდომების გამოსწორებას.

კიდევ საშკას უყვარს ცომით სხვადასხვა ფიგურების გამოძერწვა, ორცხობილების, ფუნთუშების გამოცხობა. სამაგიეროდ, შემდეგ მთელი სამზარეულოს დალაგება და მოწმენდა მიწევს. "მომზადების" პროცესში შეიძლება ფქვილიანი ხელი ფარდას შეაწმინდოს))) მაგრამ სჯობს მეასეჯერ შევახსენო, რომ ხელის გასაწმენდად არსებობს ხელსახოცი, ვიდრე ვუთხრა:" წადი, ნუ მიშლი".

ასეთი "სიზარმაცე" მიჩენს ბევრ საზრუნავს.

როდესაც სტატიის ქვეშ ხალხი წერს კომენტარებში: "მეც ზარმაცი ვარ, მეც,ამაში იგულისხმება- მე მთელი დღე მძინავს, ან ვზივარ კომპთან / ტელევიზორთან... ბავშვი კი თავისთვის თამაშობს - ასეთ დროს ძალიან ვნერვიულობ. კარგია, როდესაც ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად გართობა, თავისი თავის მომსახურება. დედის სიზარმაცე დაფუძნებული უნდა იყოს ბავშვების ზრუნვაზე და არა გულგრილობაზე".