"მშვიდი ბავშვია. სულ სძინავს, არ არის ჭირვეული" მოდელმა თამო ვაშალომიძემ ახალდაბადებულ ქალიშვილს სოფია დაარქვა. თამო ბავშვის მამის ვინაობას ისევ არ ამხელს. „როცა რომანი მქონდა და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, მავანმა და მავანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბედნიერი არ ვყოფილიყავი. მის მერე გადავწყვიტე, ჩუმად ვიყო. ბედნიერი ვარ და ეს მომწონს“, – მითხრა ინტერვიუს დროს მოდელმა. ერთი თვეც არ არის, რაც თამომ ანა კალანდაძის ქუჩაზე ბინა შეიძინა. ამბობს, რომ ბინა მან და მისმა საქმრომ ერთად იყიდეს. სწორედ ახალ ბინაში გვიმასპინძლა ჩემმა რესპონდენტმა.
– თამო, როგორი იყო პირველი შეგრძნება, როცა ხედავ, რომ შენი სხეულის ნაწილი, შენი შვილი შენს გვერდით წევს...
– იმ მომენტში შოკში ვიყავი. პირველი, რაც ვთქვი, ვაიმე რამხელაა-მეთქი (იცინის). ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რა სიყვარული და სითბო მყავს. გასული რომ ვარ სახლიდან, ერთი სული მაქვს, როდის მოვალ. რაც მთავარია, მშვიდი ბავშვია. სულ სძინავს, არ არის ჭირვეული. დამხმარე ბევრი მყავს: დამხმარე ქალი, მეგობრები, ჩემი სადედამთილოც ჩამოდის ხოლმე საგურამოდან ხშირად.
– ბავშვის მამის ვინაობას მისი სურვილით არ ამხელ?
– არა, ეს ჩემი სურვილია. ასე მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– როგორც ვიცი, შენს საქმროს მანამდე ოჯახი ჰყავდა...
– კი. მეექვსე წელია, რაც დაშორებულია მეუღლეს. ორი შვილი ჰყავს, გოგო-ბიჭი. სოფია მისი მესამე შვილია და ყველანაირი თავისუფლება მომცა, ბავშვის სახელის შერჩევიდან დაწყებული, საწოლის დიზაინით დამთავრებული.
– რა სიხშირით ნახულობთ ერთმანეთს?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
– ბუნებრივია, ყოველ კვირა ვერ ახერხებს ჩამოფრენას. სოფი რომ დაიბადა, ჩამოფრინდა. სამი კვირა ერთად ვიყავით. ახლა წავიდა ისევ. სანამ ბავშვი გვეყოლებოდა, მეც ხშირად მივფრინავდი მასთან.
– ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავს?
– კი. არ მეტყობა (იცინის)?
– კერძებს ვინ გიმზადებს?
– არ ვამზადებთ სახლში კერძებს. ახლა ძირითადად სულ დიეტაზე ვარ: მაწონი, წიწიბურა, გერკულესი, ამას რა მომზადება უნდა.
სრული ვერსია იხილეთ primetime.ge-ზე