"ჩემი შეყვარებული ეჭვიანობს" 17 წლის გეგა ოდიშელიძემ მთელი საქართველო აალაპარაკა საკუთარი სამსახიობო მონაცემებით – ის მათეს განასახიერებს "ჩემი ცოლის დაქალებში", ბიჭს, რომელიც საკუთარ სკოლელ ჯეკოს ჩაგრავს… აქტუალური თემა, ბავშვებს შორის ძალადობა და ბულინგი სკოლებში "ჩცდ"-მ ყველაზე უკეთ წარმოაჩინა…
გეგა fortuna.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარი პერსონაჟის შესახებ ესაუბრა. სანამ ფოტოებს ვიღებდით, მანამდე რამდენიმე ადამიანმა ჩამოიარა, გეგა დანახვისთანავე იცნეს, ერთ-ერთმა კი ჩაილაპარაკა: "იმედია, ისეთი არ არის, როგორიც მისი პერსონაჟი". ამას გეგას ბოლო დღეებში ხშირად ეუბნებიან…
გეგა ოდიშელიძე:
- ვარ 17 წლის, ვსწავლობ 165-ე სკოლაში. ჯერ მსახიობი არ ვარ, მაგრამ იმედია, ვიქნები (იღიმის). სერიალის კასტინგზე ვიყავი. დამირეკეს დღის 12 საათზე, მეძინა, გამაღვიძეს და მითხრეს, რომ მათეს როლზე ვიყავი დამტკიცებული (იცინის). რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ამ სერიალის აქტიური მაყურებელი ვიყავი, სერია არ გამომიტოვებია, სამ-სამჯერ მექნება თითო ეპიზოდი ნანახი…
- სანერვიულო და დამღლელიც და ყველაფერიც. პირველი სცენა იყო ასეთი – კარში უნდა შევსულიყავი. სანამ გავაღებდი კარს, მარტო ვიდექი, კარს რომ გავაღებდი, 30 კაცი იდგა კამერების უკან. იმდენჯერ გავიარეთ ეს სცენა, გული ამტკივდა ნერვიულობისგან, ცუდად გავხდი. ნერვიულობაზე ძალიან ცუდად ვხდები ხოლმე… ყველაფერმა მაგრად იმოქმედა. მეგონა, რომ ისე კარგად ვერ ვითამაშე. ნერვიულობა რომ მომეხსნა, მერე უფრო დავაკვირდი, სად როგორ ჯობდა თამაში. სახლში გავივლიდი, სარკის წინ მონახაზს და მერე ვთამაშობდი.
- არ ვიცი, რითი ვგავარ. გარეგნულად ვგავარ და ჩემი ტანსაცმელი მაცვია. ხასიათით მსგავსება ისაა, რომ შემიძლია, უცბად ავფეთქდე და დავიწყო ყვირილი. არ მომწონს ეს პერსონაჟი და ბევრი რამით არ ვგავარ. მიუღებელია ბევრი რამ – ის არა, რომ გოგოს გამო ვინმეს ეჩხუბო, თუკი მასაც მოსწონხარ, მაგრამ როცა სხვებს მოსწონთ ერთმანეთი და შენ ერევი, ეს არის მიუღებელი.
- მეგონა, რიგითი სერიები იქნებოდა და ჩაივლიდა, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. წუთში ერთხელ მეგობრობის თხოვნა მოდის.
- არ ვიცი, არაფერი უთქვამთ…
ჯერ არ დასრულებულა სერიები და ვერ გეტყვით. ალბათ, ყველაფრის თავიდან დაწყება შეუძლია, რადგან პატარაა. მე ასეთი შეცდომა არ დამიშვია ცხოვრებაში.
- არა. სულ ორჯერ მიჩხუბია და არა გოგოს გამო.