როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის? - მშობლები

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის?

2018-06-19 13:09:05+04:00

ბავშვის სასკოლოდ მომზადება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა ბავშვის სასკოლოდ მომზადება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეეწყობა ბავშვი ახალ გარემოს და თავს გაართმევს სასწავლო მასალას. პირველ შედეგებზე ბევრია დამოკიდებული - თუ ერთი გაუცხოვდა სასწავლო პროცესის მიმართ, შეიძლება მეცადინეობაზე საერთოდ აიყაროს გული.

ამიტომ ჯობია, ბავშვი სკოლაში მომზადებული შევიდეს. რა თქმა უნდა, არაა სავალდებულო წერა-კითხვა და მაგალითების ამოხსნა შეეძლოს, მაგრამ გონება უკვე მომწიფებული უნდა იყოს სწავლებისათვის.

მაგრამ როგორ მოვამზადოთ ბავშვი? მშობლისთვის ძალიან რთულია ყოველგვარი სასწავლო მასალისა და თვალსაჩინოების გარეშე დოზირებულად მიაწოდოს პატარას შემეცნებითი მასალა.

რა თქმა უნდა, წიგნების უზარმაზარი არჩევანია, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში უშუალოდ სასკოლოდ მოსამზადებელი მასალა გჭირდებათ 4-5-6 წლის ასაკისთვის.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს:

სახალისო მათემატიკა

ამ წიგნის მარტივი სავარჯიშოები პირველ რიგში აზროვნებისთვის, ყურადღების კონცენტარაციისა და კალიგრაფიისთვის ხელის მოსამზადებლადაა.

mshoblebi

კითხვები იმდენად მარტივად ჟღერს, დავალებებიც ისეთი ფერად-ფერადი სახალისო ნახატებითაა, ბავშვი სიამოვნებით ერთვება პროცესში.

სახალისო ინგლისური

ესეც კარგად ილუსტრირებული გამოცემაა. ლამაზი ნახატების შესატყვისი სიტყვების დამახსოვრება კი სულაც არ არის მოსაწყენი. ბავშვი ასოების მოხაზულობასაც ეჩვევა. მოგეხსენებათ, ინგლისური პირველი კლასიდანვე იწყება და საკმაოდ უჭირთ ბავშვებს მასთან გამკლავება. წინასწარი მომზადების შემდეგ კი უცხო ენას შედარებით ადვილად დაძლევენ.

mshoblebi

გაავარჯიშე გონება

ეს სერია ასაკის მიხედვით არის დაყოფილი და მოიცავს აზროვნებისა და უნარ-ჩვევების გასავითარებელ აქტივობებს 3-4 წლისთვის, 4-5 წლისთვის და 5-6 წლისთვის. ამ სამი წიგნიდან თქვენთვის შესაფერისს აირჩევთ, თუმცა სპეციალურად საზაფხულოდ თოთოეულ მათგანს საჩუქრად დავალებების რვეული მოჰყვება.

mshoblebi

წიგნი ეხმარება ბავშვს განუვითარდეს კომუნიკაციის უნარი; თხრობისა და დისკუსიის უნარი; აღქმის, წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარები.