დარღვეული ძილი, მოშლილი კვების რეჟიმი და დაძაბულობა მოზარდის ორგანიზმზე სერიოზულ კვალს ტოვებს გამოცდები ალბათ ყველაზე სტრესული პერიოდია ახალგაზრდის ცხოვრებაში. დარღვეული ძილი, მოშლილი კვების რეჟიმი და დაძაბულობა მოზარდის ორგანიზმზე სერიოზულ კვალს ტოვებს. ადამიანებს ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებათ ხოლმე ამ სტრესის შედეგები. მშობლებმა ყველაზე კარგად იციან, რად უჯდებათ ბავშვებს საგამოცდოდ მზადება. ამიტომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სინგაპურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მიმართვა მშობლებისადმი:
აი, რას ურჩევს იგი მოსწავლეების მშობლებს:
"ძვირფასო მშობლებო, მალე თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ. ვიცი, რომ ყველა თქვენგანი ძალიან ნერვიულობს და განიცდის, ვინაიდან გსურთ, რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ. მაგრამ, გთხოვთ, გახსოვდეთ: მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის გამოწვლილვით ცოდნა; იქნება მეწარმე, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა; მუსიკოსი, რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია; სპორტსმენი, რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკა. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ, მაგრამ, გეთაყვა, თუ ასე არ მოხდება, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას. უთხარით მათ, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ გამოცდაა. ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილი ამ ქვეყნად. მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს" - ნათქვამია მიმართვაში.
ნამდვილად ოქროს სიტყვებია, მაგრამ საგამოცდო სტრესი მაინც გარდაუვალია.

ამ დროს მშობელი თავს უძლურად გრძნობს, არ იცის, რით დაეხმაროს გადაღლილ შვილს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, მოზარდის ორგანიზმი იმ აუცილებელი ვიტამინებით უზრუნველყოთ, რაც გადატვირთული რეჟიმის გამო დააკლდა. მათ შორის ის ნივთიერებებიც, რომლებიც დასწავლისა და დამახსოვრების უნარს უწყობს ხელს. თანამედროვე ფარმაკოლოგიაში ასეთი დანამატების შექმნა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.
სპეციალურად მოზარდებისთვის, რომლებსაც გადატვირთული რეჟიმი აქვთ, ბრიტანელმა ფარმაკოლოგებმა ველთინი პლუსი შექმნეს. ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად ველთინ პლუსს დამატებული აქვს ომეგა-3 თევზის ქონი, რომელიც დასწავლისა და მეხსიერებისთვის შეუდარებელია.
შეიცავს რკინას, თუთიას და სელენს, რომლებიც ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებას და ენერგიის გამომუშავებას. ეხმარება თავის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით დასწავლის და მახსოვრობისთვის.
სხვათა შორის, გოგონების და ბიჭების ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებზე აქვთ მოთხოვნილება და ვიტამინების განსხვავებული კომპლექსიც ესაჭიროებათ. დღეს ევროპაში ვიტამინები გოგონებისთვის და ვიტამინები ბიჭებისთვის აღარავის უკვირს. საქართველოში კი მშობლების უმრავლესობას არც სმენია, რომ გოგო-ბიჭისთვის განსხვავებული ვიტამინები არსებობს. არადა თითქმის ყველა აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ ვიტამინების კომპლექსები
"ველთინი პლუსი გოგო" და
"ველთინი პლუსი ბიჭი".
მოზარდები ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ სრულფასოვან კვებაზე, ცხოვრების წესი კი გადატვირთული აქვთ. ამიტომ ამ ასაკში მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ვიტამინებისმიშველება.
გაიხსენეთ თქვენი გამოცდები და აირჩიეთ თქვენი პასუხი