რა უნდა იცოდეთ, თუ ქვეწარმავალი თავს დაგეხსათ - პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს - მშობლები

რა უნდა იცოდეთ, თუ ქვეწარმავალი თავს დაგეხსათ - პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს

2018-06-21 12:22:53+04:00

ტოქსიკოლოგის რჩევები წელს თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტომ უკვე 244 გვე­ლი და­ი­ჭი­რა. ქა­ლა­ქის თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში თით­ქმის ერ­თი­და­ი­გი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ქვე­წარ­მავ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა ძი­რი­თა­დად, მა­ინც გა­რე­უბ­ნებ­ში ხდე­ბა.

"გან­სხვა­ვე­ბა იმ კუ­თხით არის რომ ზო­გან შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი გვხვდე­ბა, ზო­გან არა. ზო­ნე­ბი, სა­დაც შხა­მი­ა­ნი გვე­ლი, გი­ურ­ზა გვხვდე­ბა არის მა­გა­ლი­თად, ორ­თა­ჭა­ლა, კრწა­ნი­სი, ფო­ნი­ჭა­ლა, აფ­რი­კა, აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­თა ბუ­ნებ­რივ არე­ალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვე­წარ­მავ­ლე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ამ ქვე­წარ­მავ­ლის გად­მოს­ვლა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე. სხვა უბ­ნებ­ში შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი არ გვხვდე­ბა, მაგ­რამ ქვე­წარ­მავ­ლე­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად დგას და გა­მო­ძა­ხე­ბე­ბიც ხში­რია ამ კუ­თხით",- გან­მარ­ტა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ჰერ­პე­ტო­ლო­გმა შოთა ზან­დუ­კელ­მა.

ვინაიდან არავინაა დაზღვეული ქვეწარმავლების თავდასხმისგან, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში და რა მოვიმოქმედოთ მანამ, სანამ კლინიკაში მივალთ?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი.

- გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტმა სასურველია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანტიჰისტამინური და სტეროიდული საშუალებები. ხოლო ძლიერი ტკივილის დროს ანალგეზიური საშუალებების მიღებაა რეკომენდებული. ამ ღონისძიებების მიღების შემდეგ, გართულებებისა და ლეტალობის თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სწრაფი ჰოსპიტალიზება სპეციალიზირებულ კლინიკაში.

– რა არ უნდა მოვიმოქმედოთ გველის ნაკბენის დროს?

mshoblebi

– რას იწვევს გველის შხამი ორგანიზმში?

– გველის შხამი ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გართულებას, მათ შორის ყველაზე მძიმე გართულებაა თრომბოჰემორაგიული სინდრომი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთში იწყება მკვეთრი და ძლიერი ტკივილი, თუმცა ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა შეიძლება უფრო სუსტი იყოს. ნაკბენის ადგილას ნათლად ჩანს ერთი ან ორი კბილის კვალი. ადგილობრივად ინტოქსიკაცია გამოვლინდება შეშუპებითა და ერითემით, ჩნდება სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული სითხით სავსე ბუშტუკები. ნებისმიერი შხამი, რომელიც ხვდება ჩვენს ორგანიზმში, ბუნებრივია, საშიშროებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, როგორც ასაკი, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების დროს რისკი იზრდება, ანამნეზში ალერგიის არსებობა. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია დაგესვლის შემთხვევაში პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად მიმართოს კლინიკას.

– აქვს თუ არა მნიშვნელობა კბენის ადგილს?

– მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილის ლოკალიზება და დაზიანების სიღრმე. განსაკუთრებით საშიშია კისერი და სახე.