ინგრედიენტები:
მაწონი - 1 ჩ.ჭ. ბრინჯი - 2 ს.კ ხახვი - 1 ცალი მცირე ზომის კამა - 10 გრ. ქინძი - 10 გრ. მარილი - მწიკვი ნაღების კარაქი - 5 გრ.
მომზადების წესი:
- ბრინჯი მოხარშეთ მთლიან ხახვთან ერთად (მოხარშვის შემდგომ ხახვი ქვაბიდან ამოიღეთ)
- მაწონი გახსენით მცირე რაოდენობის თბილ წყალში, დაუმატეთ ბრინჯს და განუწყვეტლივ ურიეთ
- წამოდუღებისთანავე დაუმატეთ მთლიანი ქინძი და კამა. ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ ამოიღეთ მწვანილი და დაუმატეთ მწიკვი მარილი
- ოდნავ შეგრილებულ სუპს დაუმატეთ ნაღების კარაქი.
გემრიელი და სასარგებლო სადილი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!