სტაფილოს და კარტოფილის სუფლე (1,5 წლიდან) - მშობლები

სტაფილოს და კარტოფილის სუფლე (1,5 წლიდან)

2018-07-06 05:49:33+04:00

mshoblebi

ინგრედიენტები:

სტაფილო - 350 გრ. კარტოფილი - 300 გრ. ყველი - 100 გრ. კვერცხი - 35 გრ. არაჟანი - 30 მლ. კარაქი - 15 გრ.

მომზადების წესი:

- კარტოფილი და სტაფილო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ

- ცხელი ბოსტნეული დააბლენდერეთ, დაუმატეთ კვერცხი, გახეხილი ყველი და არაჟანი

- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გაავსეთ ბოსტნეულისგან მიღებული მასით და გამოაცხვეთ ღუმელში 15 – 20 წუთის განმავლობაში - 160 გრადუს ტემპერატურაზე.

ნაზი და ჰაეროვანი სუფლე მზად არის.

(იხილეთ მეტი)

გემრიელად მიირთვით!