თუ ბავშვს ღია პირით და ღია თვალებით სძინავს - მიზეზები და შედეგები - მშობლები

თუ ბავშვს ღია პირით და ღია თვალებით სძინავს - მიზეზები და შედეგები

2018-07-12 07:34:37+04:00

არ გამოგრჩეთ - თუ ბავშვს პირღია ძინავს, ხვრინავს და ა.შ., ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ... ახალშობილებსაც და უფრო დიდ ბავშვებსაც ხშირად გაღებული პირით და ნახევრად გახელილი თვალებით სძინავთ. საინტერესოა, რატომ ხდება ასე და არის თუ არა ეს ნორმა?

ახალშობილები

პედიატრებმა ეს ახსნეს ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ ჩამომოუყალიბებელი ნერვული სისტემის არსებობით.

mshoblebi

ახალშობილის ძილი შედგება პატარა და სწრაფი ფაზებისგან, რომლებიც იცვლებიან ერთი მეორის მიყოლებით. ძილის დროს ბავშვის ტვინი ინტენსიურად მუშაობს. ფერადი სურათები აიძულებს ბავშვს ამოძრაოს თვალები, გაიღიმოს, დროდადრო შეხტეს...

წელიწად-ნახევრის შემდეგ...

წელიწად-ნახევრის შემდეგ ეს რეაქციები თანდათან ქრება. მაგრამ თუ ნახევრად გახელილი თვალებით ძილი 2 წლის ასაკშიც სისტემატიური ხასიათის იქნება, მიმართეთ სპეციალისტს. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ქუთუთოების დამოკლება, ლაგოფთალმი, ეგზოფთალმი და სხვა ოფთალმოლოგიური დაავადებები. ასევე ნერვული და ენდოკრინული სისტემის დარღვევები, სომნალბულიზმი, თავის ტვინის დაზიანება და ონკოლოგიური დაავადებაც კი.

რაც უფრო ადრე იქნება გამოვლენილი დაავადება, მით იოლია მისი მკურნალობა. პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია მკურნალობაზე.

რაზე შეიძლება მიუთითებდეს 2 წლამდე ბავშვის პირღია ძილი? ძილის დროს ბავშვმა უნდა ისუნთქოს ცხვირით. ცხვირით სუნთქვის დროს შესუნთქული ჰაერი ცხვირ-ხახის გავლით ტენიანდება, თბება, იწმინდება მტვრისა და მიკროორგანიზმებისგან და მოქმედებს რეცეპტორებზე, რომლებიც აქტივაციას ახდენენ სისხლის მიწოდებასა და თავის ტვინის მუშაობაზე.

mshoblebi

თუ ბავშვი ძილის დროს ხვრინავს, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. პირით სუნთქვა შეიძლება იქცეს ჩვევად (პოლიპების ამოჭრის შემთხვევაიც კი) და ზიანი მოუტანოს ბავშვის ჯანმრთელობას. შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ჰიპოქსია, ყბის განვითარების და მეტყველების დარღვევები, ადენოიდური ტიპის სახის ფორმირება და სხვ.

mshoblebi

რა მოვიმოქმედოთ? პირველ რიგში ექიმს ესტუმრეთ რათა მიზეზი დაადგინოთ, ექიმი კი შემოგთავაზებთ მკურნალობის მეთოდებს. ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა - მშობლების მოვალეობაა. ყურადღებით მოექეცით მის ჯანმრთელობას და ისიც დაგასაჩუქრებთ: კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და ხასიათით.

mshoblebi

alt"მზარდი ადენოიდები მუდმივად არის გაციების, სურდოს, სხვადასხვა მიკრობის თუ ვირუსის პირველი კერა"