ფოტოები ინსტაგრამიდან, რომლებსაც გამოხმაურება მოჰყვა როგორც ცნობილია, თბილისის მერის კახა კალაძის ცოლი ანუკი არეშიძე ორსულადაა - სულ მალე წყვილი მეოთხე შვილს, სავარაუდოდ, ქალიშვილს ელოდება. ალბათ ამის გამოც, ოჯახი ზაფხულის ცხელ დღეებს ძირითადად საქართველოში, უფრო ხშირად კი - საკუთარ სახლში ატარებს.
ანუკი და კახა ხშირად დებენ ფოტოებს ინსტაგრამზე, რომლებსაც შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია შუათანა ვაჟის ფოტომ, რომელიც მართლაც ძალიან ლამაზი ბიჭია.

ბავშვების ფოტოებს ყოველთვის მოჰყვება უამრავი კომენტარი იმაზე, რომ ძალიან ლამაზები არიან და წყვილმა რაც შეიძლება ბევრი შვილი უნდა გააჩინოს.

რაც შეეხება ანუკის, 7 თვის ორსული მოდელი და დიზაინერი მშვენივრად გამოიყურება - იხილეთ ფოტოები სტატიაში: