"ახლა კისერი მოსტყდება" - ვარსკვლავი დედა სკანდალში გაეხვა - მშობლები

"ახლა კისერი მოსტყდება" - ვარსკვლავი დედა სკანდალში გაეხვა

2018-07-31 06:47:49+04:00

მას ბავშვის დაჭერის ფორმის გამო აკრიტიკებენ აპრილში კიმ კარდაშიანის დას, ასევე საკმაოდ ცნობილ ქალბატონს ქლოე კარდაშიანს პირველი შვილი გაუჩნდა. ამის შემდეგ ის კარგა ხანს არ აქტიურობდა სოციალურ ქსელში. თუმცა, ამ დღეებში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ერთი თვის მძინარე შვილთან ერთად არის გადაღებული.

მოწონებების მაგივრად, ტელევარსკვლავმა უამრავი კრიტიკა და რჩევა მიიღო. ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ მას არასწორად ეჭირა ბავშვი. ზოგიერთებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მდებარეობით ბავშვს შეიძლება კისერმრუდობა განუვითარდეს.

"ბავშვი გააჩინა და არც კი იცის, როგორ დაიჭიროს".

"ნუთუ არ იცის, რომ თავი უნდა დაუჭიროს?!“

"ბავშვი აქსესუარი არ არის!"

"საწყალი ბავშვი!"

altეს ახალგაზრდა დედა ამ ფოტოს გამო მკაცრად გააკრიტიკეს...

"ამ ოჯახის წევრები მხოლოდ იმიტომ აჩენენ, რომ მასთან სურათი გადაიღონ", - დაწერეს კომენტარებში მომხმარებლებმა. გამომწერებმა ყურადღება გაამახვილეს კარდაშიანის ფრჩხილების სიგრძეზეც. მათ შეახსენეს ქლოეს, რომ ამხელა ფრჩხილებით შეიძლება შემთხვევით დააზიანოს ბავშვის კანი. თვითონ ქლოე არანაირად არ რეაგირებდა კომენტარებზე.

mshoblebi
ქლოე ორსულობისას