"ჩემი ცოლი როგორც კი ჩაწერდა მასეთ რამეს, გადავაყლაპებდი იმ პლანშეტს" როგორც იცით, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ხშირად ეხებიან საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და როგორც წესი, დიდი გამოხმაურებაც მოჰყვება ხოლმე. ამჯერად, სერიალის მთავარი გმირის - 6 შვილის დედის ნინას (ანი ტყებუჩავას შესრულებით) ბლოგერობა განხილვის თემა. სერიალის გვერდზე უამრავი კომენტარი მოჰყვა ამ თემას:
"დათოს არ ჰქონია მაგის ლაივებთან პრობლემა იქანდე, ვიდრე დედა არ დაურეკავდა.
მე 3 შვილი მყავს და ზუსტად ვიცი, რას გრძნობს 5-შვილიანი დედა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. და არაა საჭირო "თუ არ უნდოდა, რას თხოვდებიდა და რას აჩენდა ბავშვებს" კომენტარები. უნდა და ჩართავს ლაივს, არაა თქვენი საქმე. დათო კიდევ არ იმსახურებს წესიერად საუბარს, როგორც მოღალატე".
"ნინას რატომ ლანძღავთ, ვერ გავიგე, ბევრი ქართველი ქალის სათქმელს ამბობს, რომლების სამუშაო მხოლოდ სამზარეულოში საჭმლის კეთება, სახლის დალაგება და ბავშვების გაზრდაა. ყველა ქალს სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის, რომ თავი ადამიანად იგრძნოს და მოსამსახურედ.... სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალს დაფასება არ აქვს... ოჯახის ქალმა თუ რაიმე დაიწყო ან გააკეთა, უსაქმური ჰგონიათ".
"ძალიან იშვიათად, დედები ბევრ შვილსაც ზედიდნენ და კარიერულადაც წარმატებულები იყვნენ, ან ვინმე უნდა გეხმარებოდეს, ოჯახის წევრები თუნდაც. ვერც კარიერულად წარმატებული ქალი ჯობს დიასახლისს და ვერც დიასახლისი სჯობს კარიერულად წარმატებულ ქალებს. ცხოვრებაა და ცხოვრებას შენ ირჩევ. კარგი შვილების გაზრდა არაა წარმატება და წინსვლა? ადამიანი არ უნდა დაკომპლექსდე".
"მაოცებს კმენტარებიი. რას ერჩით ნინას, ვერ გამიგია, ასე დაცინვის და ღადაობის ობიექტია მრავალშვილიანი, გადაღლილი დედა? რატომ გიკვირთ, მასაც რომ უნდა ცხოვრება, გართობა, ადამიანურად ამოსუნთქვა, განტვირთვა, ხანდახან მაინც. რას აშავებს იმ ხუთწუთიანი ჩართვებით... მთელი დღე რომ ინტერნეტში ზიხართ ზოგიერთები და ერთ შვილს ვერ უვლით. ბებიები და ძიძები ზრდიან და ჭორაობას, სოლარიუმებში სიარულს არ იკლებთ. ნინაც ადამიანია, არ წუწუნებს. თუნდაც წუწუნებდეს, არაფერს აკლებს ოჯახს იმ 5-წუთიანი ლაივებით, ეს მისთვის და მისნაირი დიასახლისებისთვის განტვირთვაა. რასაც ახერხებს იმ მდგომარეობაში, როგორიც აქვს. თქვენ რას იზამდით, მაინტერესებს? არ აქვს ხომ მრავალშვილიან დედას პირადი ცხოვრების, რაიმეთი დაინტერესების, განტვირთვის ულება, შეთავსებით მაინც? წარმოგიდგენიათ მაინც მრავალშვილიანი დედების ცხოვრების ერთი დღე? მოღადავე საზოგადოებავ, სხვის საქმეში და დაცინვაში რომ მაგრები ხართ..."
"ტიპური სასოწარკვეთილი დიასახლისი, რომელიც საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებს საზოგადოებაში (უმეტეს შემთხვევაში)... აგრესიასთან ერთად იწვევს შეცოდებას..."
"ამას თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა. ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა და საკუთარი თავის ძიებაშია, ვერ იპოვა საკუთარი თავი და ამ ყველაფერში მეუღლეს და ოჯახის წევრებს ადანაშაულებს. ამ live-ზეც ვიღაცის კომენტარმა გააღიზიანა და ეჭვიც არ მეპარება, მალე მაგასაც თავს დაანებებს და მერე დათოს დაადანაშაულებს".
როგორ უნდა შეათავსოთ კარიერა და ოჯახი - მრავალშვილიანი ცნობილების გამოცდილი რჩევები
"ჩემი ცოლი როგორც კი ჩაწერდა მასეთ რამეს, გადავაყლაპებდი იმ პლანშეტს". "თქვენი აზრით, საქართველოს მოსახლეობიდან ქმრების რამდენ პროცენტს მოეწონება ბლოგერი ცოლი?"