მშობელი უამრავ რჩევას ისმენს, მაგრამ მაგრამ ამ რჩევებიდან ყველა გამართლებული არ არის თუ ზღვაზე აპირებთ დასვენებას და პატარა ბავშვიც მიგყავთ, აუცილებლად გაჩნდება კითხვა: სჭირდება თუ არა ბავშვის საცურაო კოსტიუმი? მშობელი უამრავ რჩევას მოისმენს, მაგრამ მაგრამ ამ რჩევებიდან ყველა გამართლებული როდი იქნება.
წარმოგიდნენთ 5 ყველაზე გავრცელებულ მცდარ შეხედულებას ბავშვის საცურაო კოსტიუმთან დაკავშირებით და აქვე გთავაზობთ პედიატრების მიერ დადგენილ სწორ რეკომენდაციებს.
მცდარი რჩევა 1. ბავშვს საცურაო კოსტიუმი არ სჭირდება
ევროპელსა და ამიერიკელს ეს პოზიცია გააოცებდა, მაგრამ ზოგიერთი ქართველი დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვმა პლაჟზე შიშველმა უნდა ირბინოს, ხუთ წლამდე მაინც. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ საცურაო კოსტიუმი ბავშვს დაიცავს ისეთი დაავადებებისგან როგორიც ვულვოვაგინიტი და ბალანიტია. თანაც დაბინძურებულ წყლისა და ქვიშაში უამრავი მიკროორგანიზმი ბინადრობს. ბავშვი შეიძლება სოკოთი დაავადდეს, აღარაფერს ვამბობთ სერიოზულ დაავადებებზე. ამიტომ პლაჟზე ბავშვისთვის საცურაო კოსტიუმის, თუნდაც ტრუსის ჩაცმა აუცილებელია. შეარჩიეთ ისეთ ბიკინი/შორტი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სხეულს.
მცდარი რჩევა 2: გოგონას მთლიანი საცურაო კოსტიუმი არ უყიდოთ
მთლიანი საცურაო კოსტიუმის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კანმა უნდა ისუნთქოს. მხოლოდ ბიკინი-შორტის ჩაცმა გოგონასთვის ორ-სამ წლამდე შეიძლება, 4 წლის გოგონას ისეთივე საცურაო კოსტიუმი სჭირდება, როგორიც დედას აცვია. მართალია, ზედა-ქვედა საცურაო კოსტიუმი ბავშვს დიდობის შეგრძნებას უღვივებს, მაგრამ მისთვის უფრო მოსახერხებელი მთლიანი კოსტიუმი იქნება. რომელიც აქტიურად მოძრაობის საშუალებას მისცემს. მოსახერხებელია საცურაო კოსტიუმის შეძენა მოკლე შემოსახვევი ქვედაკაბით ან მოსაცმელი სარაფნით.
მცდარი რჩევა 3: შეიძინეთ საცურაო კოსტიუმი, რომელიც სწრაფად შრება
სინთეტიკური საცურაო კოსტიუმებს პოლიამიდისა და ელასტინისგან კერავენ, ორივე ქსოვილი სწრაფად შრება. თუმცა, პედიატრები გვირჩევენ, წყალში ბანაობის შემდეგ ბავშვი შევაშრალოთ და მშრალი ტრუსი ჩავაცვათ. გამოცდილ მშობლებს, პლაჟზე რამდენიმე ცალი მშრალი საცვალი მიაქვთ, რათა დაიცვან ბავშვი გაცვებისა და მიკრობების გამრავლებისგან.
მცდარი რჩევა 4: საცურაო კოსტიუმი შორტითა და მაისურით უსარგებლო ნივთია
თუ ბავშვი ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობიარეა და სპეციალური კრემიც არ შველის (ბავშვი ხშირად ჩადის წყალში და კრემის ყოველჯერზე წასმას ან არ გაგიშვებთ ან დაგავიწყდებათ), მას აუცილებლად უნდა ჩააცვათ სინთეტიკური მაისური და შორტი, ან კომბინეზონი. ასეთ სამოსში ბავშვი წყალშიც დიდხანს შეგიძლიათ გააცეროთ და აღარც ნაზი კანის დაწვის შეგეშინდებათ.
მცდარი რჩევა 5: აუზისა და ზღვისთვის ერთი საცურაო კოსტიუმი გამოგადგებათ
ქლორი და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებითაც აუზის წყალს ფილტრავენ, სწრაფად ახუნებს საცურაო კოსტიუმის ფერს. თანაც პოლიესტერისგან შეკერილი კოსტიუმი სწრაფად კარგავს ფორმას. ბიჭებისთვის ისეთი შორტი შეარჩიეთ, რომელიც ზონარით იკვრება, ქლორი რეზინს `ჭამს~, ხოლო გოგონასთვის მთლიანი საცურაო კოსტიუმი გამოგადგებათ.
დაბოლოს, ფასი ხარისხს არ განსაზღვრავს. მთავარია, საცურაო კოსტიუმი იყოს მოხერხებული და ბავშვის ტანზე მორგებული. გოგონებისთვის ნუ შეარჩევთ თვლებითა და ბისერებით გაწყობილ საცურაო კოსტიუმებს, აუზში რამდენიმე ჩასვლის შემდეგ ქლორი მათ ელფერს დაუკარგავს.