"ბავშვი გაიგუდა, რადგან მისი ამოყვანა ვერ შეძლეს" - გარდაცვლილი მშობიარე 4 შვილის დედა იყო - მშობლები

"ბავშვი გაიგუდა, რადგან მისი ამოყვანა ვერ შეძლეს" - გარდაცვლილი მშობიარე 4 შვილის დედა იყო

2018-08-06 15:12:56+04:00

რა მიზეზზე საუბრობენ ახლობლები
ქარელის სამშობიაროში მომხდარ შემთხვევას, სადაც მშობიარე ქალი ახალშობილთან ერთად დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი სწავლობს და მოკვლევის ოფიციალურ შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქარელის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალბატონი ოთხი შვილის დედა, ლალი ცხვედაძეა.

ახლობლების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშობიარეს საკეისრო კვეთით უნდა გაეჩინა ბავშვი და ექიმებს ნარკოზის ზედმეტი დოზა მოუვიდათ. ბავშვი გაიგუდა, რადგან მისი ამოყვანა ვერ შეძლეს.

"გვითხრეს, რომ ემბოლია (სიხლძარღვების სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით) სჭირდაო ქალბატონს და ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი" - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ოჯახთან დაახლოებული პირი.

altრა გახდა ქარელის სამშობიაროში დედა და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი?

რუსკა კილასონია