რომელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება ბავშვებს სამაგიდო თამაშები? - მშობლები

რომელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება ბავშვებს სამაგიდო თამაშები?

2018-08-16 07:16:52+04:00

ბავშვის განვითარება თამაშით იწყება. ის უნარები, ჩვევები, ცოდნა, რომელსაც მოზარდი თამაშით იღებს, აღარასდროს ავიწყდება. ბავშვის განვითარება თამაშით იწყება. ის უნარები, ჩვევები, ცოდნა, რომელსაც მოზარდი თამაშით იღებს, აღარასდროს ავიწყდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბავშვი სულ პატარაობიდანვე ისეთი თამაშებით დავაინტერესოთ, რომელიც მას პოზიტიური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. ასეთი კი სამაგიდო თამაშებია, რომელიც რამდენიმე მოთამაშის თანამონაწილეობას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამაგიდო თამაშებში პატარაებთან ერთად უფროსებიც აქტიურად არიან ჩართულები.

მაგიდის თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. ისინი მინიმუმ 2 მოთამაშეზეა გათვლილი, ანუ ბავშვი მარტო ვერ ითამაშებს, კარგი იქნება, თუ პარტნიორობას მშობელი გაუწევს. დღეს ხომ მშობლებს ბავშვებთან დროში საკმაოდ შეზღუდული ურთიერთობა აქვთ. სწორედ ამიტომ არის ოჯახური თბილის ურთიერთობების დამყარებისთვის სამაგიდო თამაშები.

mshoblebi

სამაგიდო თამაშები, ერთმანეთთან დაახლოების გარდა, გონების გავარჯიშების სასიამოვნო და საინტერესო საშუალებაა. თამაშს თავისი წესები აქვს. ასე რომ, თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინების უნარი, ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას.

სამაგიდო თამაშები ახდენს კოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარებას. მათი დახმარებით ბავშებს უვითარდება პრობლემების გადაწყვეტის, სწრაფად ფიქრის, მოქმედების უნარები, ეხმარება ლოგიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. სხვადასხვა სამაგიდო თამაშის წყალობით ბავშვები სწავლობენ ყურადღების მოკრებას, დიდი ხნით კონცენტრირებას კონკრეტულ საკითზე, დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღებას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია მათი განვითარების პროცესში.

სამაგიდო თამაშები საქართველოშიც მეტა პოპულარული ხდება. დღეს არაერთი ქართული თუ უცხოურიდან თარგმნილი სამაგიდო თამაშია ხელმისავდომი. მათ შორის განსაკუთებული პოპულარობით სარგებლობს: "დევების ციხესიმაგრე", რომელიც სრულად ქართული პროდუქტია, ასევე ქართული სამაგიდო თამაში "მემო თამაში გუნდასთან ერთად", სამაგიდო თამაში "სამი გოჭი" და "ძველი ეგვიპტე". ბავშვებს სწავლაში ეხმარება თამაშები: "ვისწავლოთ თამაშ-თამაშით რიცხვები", "ვისწავლოთ თამაშ-თამაშით თვეები" და სხვა სამაგიდო თამაშები.

mshoblebi

პროექტის ავტორი - კოტე იანტბელიძე

სამაგიდო თამაში "დევების ციხესიმაგრე" მთლიანად ქართული პროექტია და გარდა შინაარსობრივი დატვირთვისა, საკმაოდ მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა. ამ მხრივ, ქართული პროდუქციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

"დევების ციხესიმაგრე" შექმნის პროცესშივე იტესტებოდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე, მოზრდილებზე, დიდებზე. შედეგად კი, მივიღეთ თამაში, რომელსაც შეუძლია ერთი მაგიდის გარშემო გააერთიანოს ერთი ასაკის ან სხვადასხვა ასაკის მოთამაშეები. დამეთანხმებით, დღევანდელ დროს განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი თამაში, რომელიც ერთნაირად მხიარული და გასართობი იქნება როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. მთელ მსოფლიოში პრობლემაა თაობებს შორის კომუნიკაცია, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება პატარებზე და მათ მომავალზე. ამიტომ აუცილებელია არსებობდეს მსგავსი სათამაშო სივრცე, როგორიც "დევების ციხესიმაგრის" სამაგიდო თამაშია.

mshoblebi

სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, "დევების ციხესიმაგრე" ბავშვებში ანვითარებს კომუნიკაციის უნარებს, კოორდინაციას, მოტორიკას და ა.შ.

სამაგიდო დაფის მრავალფეროვანი უჯრები სიურპრიზებით არის სავსე და მოთამაშეებს მხიარულ თავგადასავალს უმზადებს.

თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთ თამაშებს ბევრად მეტი სიკეთის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე მხოლოდ გართობაა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სამაგიდო თამაშები საუკეთესო საჩუქარია ჩვენი პატარებისთვის.