"იცით, რატომ ამოდიან ბახმაროში 21-დღიანი დასვენებით?" - ნინო წილოსანი - მშობლები

"იცით, რატომ ამოდიან ბახმაროში 21-დღიანი დასვენებით?" - ნინო წილოსანი

2018-08-20 10:10:31+04:00

ბავშვებს ხელში ვერ დაუნახავთ აიპედებს და არც კომპიუტერის თამაშებში არიან ჩაფლულები პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი ბახმაროს შესახებ წერს:

"იცით, რატომ ამოდიან ბახმაროში 21-დღიანი დასვენებით?

მოუახლოვდები თუ არა აქაურობას, მომენტალურად გრძნობ, როგორ გეჯახება ფილტვებზე სუფთა ჰაერი;

ირგვლივ ყველაფერი მწვანეა, სახლებიც ეკოლოგიურად სუფთაა - ხისგან არის ნაშენები;

ბავშვებს ჩვენდა გასაკვირად, ხელში ვერ დაუნახავთ აიპედებს და არც კომპიუტერის თამაშებში არიან ჩაფლულები; ისინი ჩვეულებრივი, ბავშვური თამაშებით ერთობიან - აი, ისეთებით, ჩვენ რომ ვერთობოდით...

დედები სადილებს აკეთებენ და უამრავი დრო აქვთ შვილებთან გასატარებლად;

ჩამოჯდები მოსასვენებლად და წინ საოცარი ხედი გაქვს ფიქრებში წასვლისთვის, მედიტაციისთვის;

საღამოს ერთადერთი გასართობი ისევ ერთმანეთთან ურთიერთობაა, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები.

დილით იღვიძებ და ისევ იგივე იწყება - სუფთა ჰაერი, შენი ოჯახი და ახლობელი ადამიანები დიდი დოზებით.

***

ბედნიერება დეტალებშია, მათი დანახვა კი სრულად დამოკიდებულია ადამიანის უნარზე, იყოს ბედნიერი".