მათი გარდაცვლილი შვილის სახელზე ტაძარს ააგებენ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის მეუღლემ, მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ მათი გარდაცვლილი შვილის სახელზე ტაძარს ააგებენ:
"გამარჯობა, გილოცავთ მარიამობას! არ ვიცი, აქ ამის დაწერა რამდენად სწორია, მაგრამ ჩვენს გარშემო იმდენმა გამოთქვა სურვილი რომ... ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით სურვილი დახმარების, ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში. ვისაც სურვილი გაქვთ, გვერდით დაგვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარი იქნება, თუ 5ლარი, აგურს აგურზე რომ დადებ, კედელი აღიმართებაო, ჰოდა ამ ერთობით მგონია, რომ კეთილ საქმეს ყველა ერთად გავაკეთებთ.
ალექსანდრე მენაღარიშვილი, GE19BG0000000674602100, საქართველოს ბანკი, 60001138405 პირადი ნ."
"ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად, ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა"