გვანცა დარასელიას ტრადიციული ზაფხული თიანეთში და მის შვილში გაცოცხლებული საკუთარი ბავშვობა - მშობლები

გვანცა დარასელიას ტრადიციული ზაფხული თიანეთში და მის შვილში გაცოცხლებული საკუთარი ბავშვობა

2018-08-29 10:00:30+04:00

ზაფხული ჯერ თიანეთში, შემდეგ კი ზღვისპირეთში გაატარა ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ ზაფხული ჯერ თიანეთში, შემდეგ კი ზღვისპირეთში გაატარა. თიანეთი მისი მშბლიური მხარეა, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული ყოველ წელს სტუმრობს. იქ დასვენების ტრადიციას, ახლა უკვე შვილებს უნერგავს და ზაფხულის გარკვეულ ნაწილს, არა მარტო გვანცა, არამედ მისი ძმის ოჯახიც იქ ატარებს. ერთად შეკრებილი ოჯახი ყოველწლიურად ტრადიციულ ფოტოს იღებს, რაც წლების შემდეგ ნამდვილად კარგი მოსაგონარი იქნება.

mshoblebi

გვანცას დასვენების ამსახველი პოსტები განსაკუთრებით საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი პატარა ლილე დედისეულ მხარეში ჩავიდა. გოგონამ, ჯერ გვანცას ბავშობის კაბა მოირგო, მერე სწორედ იმ ბაღის წინ იპოზიორა, სადაც გვანცა დადიოდა, ჭრა-კერვის შესწავლაც „მოინდომა", მისი ზომის საკერავ მანქანას მიუჯდა და საქმეს შეუდგა. შესვენებისასს კი ძმასთან ერეკლესთან და მის უფროს მეგობრებთანაც პოულობდა საერთოდ ენას. თიანეთის შემდეგ ლილემ ზღვის კურორტზე გადაინაცვლა, საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა გოგონამ თვით კარდაშიანებიც კი "ჩაანაცვლა", „კარდაშიანები შვებულებაში გავიდნენ“ - დედამ სწორედ ამ მინაწერით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ლილეს დასვენებაა აღბეჭდილი.

mshoblebi
ლილე დედის ბავშვობის კაბაში

mshoblebi

თეკლა ჟვანია

alt"ბავშვმა უმეტესი დრო სოფელში უნდა გაატაროს" - გვანცა დარასელია ბავშვებს ჩვეულებრივ სოფელში ასვენებს