ილო გოგონებს თავისუფალ დროს უთმობს და ცდილობს, მათგან შორს არ იყოს პროექტში "ჩემი გოგო", რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ, ამჯერად ილო ბეროშვილი გამოჩნდა გოგონებთან ერთად:
"ილო სესილიასა და ევასთან ერთად ზოოპარკობანას თამაშობს ხოლმე, როლებს ინაწილებენ: მამა დირექტორია, გოგონები ცხოველებს უვლიან. ცხოველები ბავშვობაში ილოსაც ძალიან უყვარდა.
მამიკო და შვილუკები კონტაქტურ ზოოპარკშიც ხშირად დადიან, წიწილები მოსწონთ, ევა მამაცი გოგოა და გველისაც კი არ ეშინია.
ილო გოგონებს თავისუფალ დროს უთმობს და ცდილობს, მათგან შორს არ იყოს.
ილო ბეროშვილი, 36 წლის
ფოტოგრაფი - ირაკლი ტაბატაძე".
მერი ბლიაძე