რუსი ტელეწამყვანის და "ჩცდ"-ს მსახიობის ვაჟმა საქართველოში იქორწინა (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

რუსი ტელეწამყვანის და "ჩცდ"-ს მსახიობის ვაჟმა საქართველოში იქორწინა (ფოტო+ვიდეო)

2018-09-03 06:40:53+04:00

ლარისა გუზეევას ბიჭმა თავის შეყვარებულზე იქორწინა 1 სექტემბერს ცნობილი რუსი ტელეწამყვანისა და მსახიობის ლარისა გუზეევას ვაჟმა თავის შეყვარებულზე იქორწინა. ქორწილი იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ სტუმრებს სიხარულისა და ემოციებისაგან ცრემლები მოსდიოდათ.

26 წლის გიორგიმ თავის რჩეულს ანას 1 წლის წინ სთხოვა ხელი. ქორწილისთვის 1 წელი ემზადებოდნენ. ცერემონია თბილისში - გიორგის მამის - კახი თოლორდავას სამშობლოში ჩატარდა. კახი თოლორდავა მუსიკის კრიტიკოსია და ასევე ბაჩოს როლის შემსრულებელი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".

mshoblebi
გიორგი მამასთან და დედასთან

ლარისა საქართველოში თავის გოგონასთან - ლელესთან ერთად ჩამოფრინდა. იგი თვლის, რომ გაუმართლა რძალში: „ის ნამდვილი სასწაულია, ჩამი საყვარელი ანიჩკა. ყველაზე ლამაზი პატარძალია მსოფლიოში", - ამბობს დედამთილი.

იხილეთ ვიდეო

Videomshoblebi

რუსი ტელეწამყვანის და 'ჩცდ'-ს მსახიობის ვაჟმა საქართველოში იქორწინა

პატარძალმა მთელი საღამოს განმავლობაში 2 კაბა გამოიცვალა. ჯვრისწერაზე საზეიმო კაბა, ხოლო ბანკეტზე ელეგანტური მოკლე კაბა ეცვა.

mshoblebi