პაშტეტი ძალიან სასარგებლო საკვებია, განსაკუთრებით, თუ ის შინ არის დამზადებული ნატურალური პროდუქტებით. პაშტეტი ძალიან სასარგებლო საკვებია, განსაკუთრებით, თუ ის შინ არის დამზადებული ნატურალური პროდუქტებით. ერთ-ერთ ყველაზე მარტივ წესს გასწავლით.
დაგჭირდებათ:
ღვიძლი - 250გრ;
სტაფილო - 150 გრ;
კარაქი - 20 გრ;
მარილი - ჩაის კოვზი.
სასურველია, ღვიძლი იყოს ქათმის, ხბოს ან საქონლის;
კარაქი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნის ზეთით ან უბრალოდ ადუღებული წყლით - ძალიან მცირე რაოდენობაა საჭირო.
მომზადების წესი: გათალეთ და დაჭერით სტაფილო 4-5 სმ სიგრძის ნაჭრებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ. დააახლოებით 5 წუთში მზად იქნება. გადმოიღეთ სტაფილო თეფშზე, წყალი არ გადააქციოთ - ღვიძლის მოსახარშად გამოგადგებათ;
გარეცხეთ და დაჭერით ღვიძლი. ჩაყარეთ იმავე ქვაბში, რაშიც სტაფილო მოიხარშა. დაახურეთ თავსახური და ხარშეთ დაახლოებით 8-10 წუთი. მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ წყლიდან, რომ ცოტა შეგრილდეს. სასურველია გადაავლოთ ცივი წყალი, ქაფის ნარჩენების მოსაშორებლად;
სტაფილო და ღვიძლი გაატარეთ საკეპ მანქანაში ან ათქვიფეთ ბლენდერში. ბლენდერში უფრო მარტივია, თუმცა პერიოდულად გვერდების ჩაწმენდაა საჭირო, რომ მთლიანი მასა დატრიალდეს. ბლენდერშივე დაამატეთ კარაქიც და მარილიც; თუ საკეპ მანქანაში გაატარებთ, შემდეგ დაუმატეთ ძალიან ცოტა დარბილებული კარაქი და მარილი.
გადაიტანეთ რაიმე ჭურჭელში, რომელსაც თავი კარგად ეხურება და შედგით მაცივარში.
ძალიან გემრიელია მწვანილმოყრილი.