6 წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო დაინფიცირდა - მშობლები

6 წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო დაინფიცირდა

2018-09-12 15:42:05+04:00

მკურნალობაზე პასუხისმგებლობას კლინიკა აიღებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის სამედიცინიო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და ის კლინიკიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ბავშვს, მის მკურნალობაზე პასუხისმგებლობას კლინიკა აიღებს.

"სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა", - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

ინტერპრესნიუსი