არსებული ინფორმაციით, გორში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი მისმა დედამ იპოვა. არსებული ინფორმაციით, გორში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი მისმა დედამ იპოვა. ქალი შვილის ცხედართან ერთად სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ვიდრე სამართალდამცველებს შეატყობინებდა შემთხვევის შესახებ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დედამ სასწრაფო დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა, რაც შვილი თოკიდან ჩამოხსნა და სხვა ოთახში გადაიყვანა.
"დილით ოჯახში კონფლიქტი მოხდა, დედა-შვილმა იჩხუბეს, რის შემდეგაც დედამისი სახლიდან გავიდა მოგვიანებით უკან დაბრუნდა, თუმცა შვილმა კარი არ გაუღო. დედა ისევ წავიდა და საღამოს დაბრუნდა. სახლში შევიდა, ამ დროს სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი შვილი თოკიდან ჩამოხსნა, გარდაცვლილს ზონარი მოხსნა და სხვა ოთახში გადაიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს წყარომ.
კიდევ ერთი ინფორმაციით, გარდაცლილი გოგონა შესაძლოა სახიფათო ინტერნეტთამაშს თამაშობდა და შემთხვევა სწორედ ამას უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ რეგიონული გამოცემა "დიანიუსი" იუწყება.
რას ამბოს სკოლის დირექტორი 14 წლის გოგონაზე, რომელიც ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს