"ამ ბაღის არც ერთ ჯგუფში არ იცხება 60 ბავშვი" - თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის კომენტარი მშობლის პოსტზე - მშობლები

"ამ ბაღის არც ერთ ჯგუფში არ იცხება 60 ბავშვი" - თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის კომენტარი მშობლის პოსტზე

2018-09-18 09:02:16+04:00

"სადაც ბავშვების რაოდენობა მეტია, ჩვენ ვამატებთ აღმზრდელის თანაშემწეებს. პოროპორციულად ბავშვობის რაოდენობის მიხედვით ვამატებთ პერსონალს"
თბილისის ბაღა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა და როგორც ჩანს, ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის საკითხი წელსაც აქტუალურია. აღნიშნულ პროლემაზე ერთ-ერთმა მშობელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ("60 ბავშვი ერთ ჯგუფში... ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად!" - როგორ დაიწყო სასწავლო წელი).

თუ რა მდგომარებაა ბავშვთა რაოდენობის მხრივ ბაგა-ბაღებში და კონკრეტულად იმ ბაღში, რომელზეც მშობელი წერდა სოციალურ ქსელში, ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გვპასუხობს.

- მე, როგორც სააგენტოს ხელმძვანელს არაერთხელ მითქვამს, რომ ჯგუფების გადატვირთულობა ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლადაც ყოველდღიურად ვმუშაობთ და ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს. ვაშენებთ ახალ ბაღებს, ასავე ვანაცვლებთ ავარიულ ბაღებს, გვსურს, რომ ჩვენი ბავშვები ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში გვყავდნენ.

მესმის მშობლების ემოციის, პირველი დღეა ბავშვისთვის, ბაღში ხმაურია, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ვგულისხმობ 113-ე ბაღს, ამ ბაღის არც ერთ ჯგუფში არ ირიცხება 60 ბავშვი, თუმცა აქვე გიდასტურებთ, რომ ბავშვების რაოდენობა 35-ზე მეტია. მე მინდა დავრწმუნო ყველა მშობელი, რომ მნიშვნელოვნად განიტვირთა ჯგუფები, ეს ციფრებიდანაც ჩანს, 61 000 ათასი აღსაზრდელი მივიღეთ წინა წელსაც და წელსაც, თუმცა ბაღების რაოდენობა წელს გაიზარდა 11 ახალი შენობით და აქედან გამომდინარე, ჯგუფების განიტვირთვა. წინა წელთან შედარებით ნაკლები ბავშვები გვაყავს ჯგუფებში. მომავალ წელსაც ახალი ბაღები შეემატება დედაქალაქს, 10 ახალი ბაღის პროექტის პრეზენტაცია გვექნება შემოდგომაზე, ასევე 12 ბაღის სადემონტაჟო პროექტი მზადდება. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სადაც ბავშვების რაოდენობა მეტია, ჩვენ ვამატებთ აღმზრდელის თანაშემწეებს. პოროპორციულად ბავშვობის რაოდენობის მიხედვით ვამატებთ პერსონალს.

აღნიშნული პრობლემა ერთ დღეში არ მოგვარდება, გვაქვს შესაბამისი გეგმა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში 20 ახალი ბაღი და პლუს 12 სადემონტაჟო ბაღის ადგილას ახალი ბაღი აშენდება. ეს მშენებლობები კი ხელს შეუწყობს ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის შემცირებას", - აცხადებს კახაბერ გვანცელაძე.

რუსკა კილასონია