ძალიან ბევრმა ნიკოლოზი მიამსგვსა ერთ-ერთ მულტფილმის გმირს - ლუის.
ერთმა პატარა ბიჭმა პუტკუნა ლოყებითა და სასაცილო მოძრაობებით სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო. პირველკლასელი ნიკოლოზის ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლების გულები ერთი ნახვით მოიგო. მოსწონს თუ არა ნიკოლოზს პოპულარობა და როგორ აღმოჩნდა ამ "გაუგებრობაში", ამის შესახებ mshoblebi.ge- ნიკოლოზის მამას, ზურა ჭიჭიკოშვილს გაესაუბრა.
- რომელ დედას და მამას არ გაუხარდება, როცა მის შვილს ამდენი ადამიანი ეფერება და ამდენი ადამიანისგან ესმის თბილი სიტყვები. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის.
- თვითონ თუ ნახა ვიდეო და როგორი რეაქცია ჰქონდა?
-თვითონ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა ვიდეოს ყურებით.
იხილეთ ვიდეო:
ყველაზე ცნობილი პირველკლასელი
- ძალიან ბევრმა ნიკოლოზი მიამსგვსა ერთ-ერთ მულტფილმის გმირს - ლუის. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- რა უნდა ვთქვა- ჩემი შვილი ნამდვილად ჰგავს ჩემს ნიკუშას. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.
- ნიკოლოზი პირველ კლასელია.როგორ შეეჩვია სკოლას?
- ჯერ სამი დღეა, რაც სკოლაში მივიდა. მაინდამაინც აღტაცებული და აღფრთოვანებული სკოლაში სიარულით არ არის, მაგრამ იმედი გავქვს, რომ შეეჩვევა და მიხვდება, რომ სკოლაში სიარული აუცილებელია.
- დედმამიშვილები თუ ჰყავს ნიკოლოზს?
- ძმა და და ჰყავს. და უფროსია, ძმა უმცროსი.
- რა უყვარს ნიკოლოზს? რითი ერთობა?
- როგორც ყველა ბავშვს , უყვარს სათამაშოები, მანქანები, კომპიუტერი, პლანშეტი.
- მისი პუტკუნა ლოყებით ყველა მოიხიბლა, ალბათ გემრიელად ჭამაც უყვარს...
- ისეთი მჭამელი ნამდვილად არ არის, როგორი ვიზუალიც აქვს. ჩვეულებრივ იკვებება.
რუსკა კილასონია