"ელვარების კოდი" - წიგნი, რომელიც ყველა თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს - მშობლები

"ელვარების კოდი" - წიგნი, რომელიც ყველა თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს

2018-09-26 12:42:42+04:00

ახალგაზრდების მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ მაშინ წიგნის მაღაზიებთან თინეიჯერების რიგი საქართველოში პირველად დადგა ამ ავტორის შესახებ დღეს ალბათ ყველა თინეიჯერმა იცის. ჯეიმზ დაშნერი "პალიტრა ელ"-მა თავისი მართლაც შთამბეჭდავი სერიით - "ლიბერთინსით" გააცნო საზოგადოებას. სწორედ ჯეიმზ დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი“ იყო პირველი წიგნი, რომელითაც პროექტი „ლიბერთინსი“ 2014 წელს დაიწყო. ახალგაზრდების მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ მაშინ წიგნის მაღაზიებთან, "ბიბლუსის" მთელ ქსელში, თინეიჯერების რიგი საქართველოში პირველად დადგა.

ჯეიმს დაშნერი

ჯეიმს დაშნერი ამერიკელი მწერალია. 1972 წელს დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში - მეშვიდე შვილად. ბავშვობიდან ოცნებობდა მწერლობაზე და აისრულა კიდეც ეს ოცნება, რომელიც მშობლების ძველ საბეჭდ მანქანაზე დაიწყო.

სანამ მწერალი გახდებოდა, ფინანსისტად მუშაობდა, 2003 წლიდან კი ის გაიცნო ფართო საზოგადოებამ, როგორც ნიჭიერი მწერალი. "ლაბირინთში მორბენალმა" მას ყველაზე მეტად გაუთქვა სახელი. მოზარდების ჯგუფის თავგადასავლებზე დაწერილმა ამბებმა მთელი მსოფლიოს თინეიჯერები მონუსხა...

დღეს ის კვლავ წერს წიგნებს, თავისუფალ დროს კი კითხულობს, უყურებს ფილმებს და სრიალებს თხილამურებზე. იუტას შტატში, მთებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი ბევრი წიგნი ეკრანიზებულია.

„ელვარების კოდი“

"ელვარების კოდი" ჯეიმზ დაშნერის გახმაურებული წიგნების სერიის „ლაბირინთში მორბენალის“ მე-5 ნაწილია. სერიის პირველი ნაწილი 2009 წელს გამოიცა, ბოლო, მეხუთე კი - 2016 წელს. ქართულ ენაზე ამ სერიის წიგნების თარგმნა „ლიბერთინსმა“ 4 წლის წინ დაიწყო.

როგორც ისინი ამბობენ, ვინც უკვე გაეცნო ამ წიგნს ორიგინალურ ენაზე თუ უკვე ქართულ თარგმანს, ეს არის წიგნი, რომელიც ყველა თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს.

mshoblebi

რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი?

თარგმანი, როგორც დაშნერის სხვა ქართულენოვანი გამოცემების, გახლავთ მკითხველებისთვის საყვარელი ნინო შეყილაძე. სწორედ ის გვიამბობს ცოტას ამ წიგნზე:

- ცნობილი ამრიკელი მწერლის, ჯეიმზ ტრილოგია „ლაბირინთში მორბენალი“ და ამ სერიის სხვა წიგნები ჩემი თარგმნილია. მათ თარგმნას რამდენიმე წელი მოვანდომე. თარგმნის პროცესი უაღესრად საინტერესო იყო. განსაკუთრებით მხიბლავს სხვადახვა ტიპის დისტოპიური სამყაროების თარგმნა. თარგმნის კუთხით, ეს თავისებური გამოწვევაა.

mshoblebi
ნინო შეყილაძე

- რით არის განსაკუთრებული ეს მწერალი და რით ხიბლავს მკითხველებს, მათ შორის - თინეიჯერებს?

- პირადად ჩემთვის, საინტერესო და ნიჭიერი მწერალია. მეტისმეტად დიდი ფანტაზის მქონე ავტორია. ვფიქრობ, მის ნიჭი, ასე ოსტატურად შექმნას ისეთი სიუეტი, რომ კვანძის გახსნას რამდენიმე წიგნი დასჭირდეს, იყო და არის ყველაზე მიმზიდველი მის შემოქმედებაში. ასევე ამ ავტორს გააჩნია ძალიან კარგი თხრობის სტილი, მოზარდებისთვის მისაღები ლექსიკა. ამ ჟანრისთვის კი ეს არსებითია. დაშნერი ამბავს გვითხრობს გასაგებ, რაღაც კუთხით, ალბათ მარტივ, თუმცაღა ჩამთრევ ენაზე.

„ლაბირინთში მორბენალის“ სერიამ არა მარტო საქართველში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაყვარა მოზარდებს თავი. წიგნებს კითხულობენ როგორც ბიჭები, ასევე გოგოები. ჩემი აზრით, წიგნების პოპულარიზაციაში, ასევე დიდი როლი ითამაშა ფილმებმაც და მასში მოზარდების სათაყვანებელი მსახიობების მონაწილეობამ.

- რამდენად საინტერესი იყო თქვენთვის კონკრეტულად ამ წიგნზე მუშაობა და რა არის მასში ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯები?

- „ელვარების კოდი“ ტრილოგია „ლაბირინთში მორბენალის“ პრეისტორიის მეორე ტომია. ჩემთვისაც, ისევე როგორც მკითხველისთვის, სერიის ამ ნაწილში ბევრი რამ უფრო გასაგები გახდა. ძალიან საინტერესოა, როდესაც ტრილოგიის პერსონაჟების ბავშვობას უბრუნდები და მათ სულ სხვა კუთხით იცნობ. რაც შეეხება გზავნილებს, წიგნში განხილულია ისეთი ზნეობრივი საკითხები როგორიცაა: ძალაუფლების მართებულ გამოყენება, მეგობრობა და თავგანწირვა; დაშნერის დისტოპიური სამყარო სერიოზულად დაგაფიქრებს სამყაროს მომავალსა და მის კეთილდღეობაზე; რომ არ შეიძლება ბუნების წინააღმდეგ ისე თვითნებურად წასვლა, როგორც ეს წიგნშია გადმოცემული.

- როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი მკითხველებმა...

- პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი თავგადასავალი. გასაოცარი სამყარო, ემოციების ზღვა და ყველაფერი ის მოზარდებს აინტერესებთ: პირველი სიყვარული, მეგობრობა, ღალატი, თავისუფლება და სხვა.

„ბიბლუსის“ ყველა ქსელში და ვებგვერდზე www.biblusi.ge-ზე, მკითხველებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ ცნობილი ამერიკელი მწერალის ჯეიმზ დაშნერის „ელვარების კოდი“.