"ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, ესე იგი დავმარცხდით!" - მშობლები

"ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, ესე იგი დავმარცხდით!"

2018-09-27 11:16:41+04:00

"როგორ ვიცხოვრებდი, ჩემთვის რომ მოეკლათ შვილი, ან მამა, ან შეყვარებული, ან დავრჩენილიყავი მარტო პატარა ასაკის შვილებით"

27 სექტემბერი საქართველოსთვის ტკივილიანი დღეა, 1993 წელს, სწორედ ამ დღეს დაეცა სოხუმი.. ჩვენს ქვეყანას, გამარჯვებასთნ ერთად, მარცხიც ბევრი ახსოვს, შესაბამისად, წაგება, დამარცება, ოპუკაცია, ტერიტორიების წართმევა - ეს სიტყვები ჩვენთვის უცხო არ არის, თუმცა, 27 სექტმბერს აგერ უკვე 25 წელია ერთი და იმავე, თითქოს ცოტა უცნაური ტერმინით, „სოხუმის დაცემით“ იხსენიებენ.. სწორედ ამ თემაზე წერს ემოციურ პოსტს ინტერნეტმომხმარებელი მარი კევლიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს:

Videomshoblebi

აფხაზეთის ომის კადრები

"სოხუმი, რა თქმა უნდა, თვალით არ მინახავს, თუმცა, ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს ფრაზა "სოხუმის დაცემა". სულ მიკვირდა... როგორ შეიძლება დაეცეს ქალაქი?! სინამდვილეში, რომ დავფიქრდეთ, სულაც არაფერი მაკავშირებს სოხუმთან. ყველაზე ძლიერს თუ არ ჩავთვლით - ემოციას... ჩემს წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებდი, ჩემთვის რომ მოეკლათ შვილი, ან მამა, ან შეყვარებული, ან დავრჩენილიყავი მარტო პატარა ასაკის შვილებით, მოხუც მშობლებთან, სახლ-კარის გარეშე, საკუთარი ეზოს სიმწვანის, ზღვის ჩემი წილი სუნის გარეშე.. ჩემი ქალაქის გარეშე. ან როგორია, როცა ბოლოჯერ შეავლებ თვალს შენს სახლს, ოთხფეხა მეგობარს, ახლობლის გვამს, საყვარელ ნივთებს... როცა კარგავ დაბრუნების რწმენას. როგორია სულ ახლიდან, სულ არაფრიდან დაიწყო ცხოვრება. ჰოდა, ამიტომაც მჯერა, რომ ვერასდროს ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, მართალია ოთარ ჭილაძე, ესე იგი დავმარცხდით!"

თეკლ ჟვანია