შანსი, ჩვენი ფოტო არა მხოლოდ მოიწონონ, არამედ დააჯილდოვონ კიდეც და სერიოზული საჩუქარი მივიღოთ ერთი კარგი ამბავი მინდა გაგიზიაროთ. ალბათ თქვენც, ისევე როგორც ბევრი ჩემ გარშემო, ხშირად დადიხართ თბილისის ქუჩებში და იღებთ ფოტოებს ჩვენს ლამაზ ქალაქში. ამ ფოტოებს, როგორც წესი, სოციალურ ქსელში ვაზიარებთ და გვიხარია, მეგობრები რომ მოგვიწონებენ ხოლმე... მაგრამ ახლა გაჩნდა ძალიან მაგარი შანსი, ჩვენი ფოტო არა მხოლოდ მოიწონონ, არამედ დააჯილდოვონ კიდეც და სერიოზული საჩუქარი მივიღოთ.
მაშ ასე, წიგნის კაფე "პიატო", რომელიც გამუდმებით სთავაზობს მის სტუმრებს საინტერესო სიახლეებს და სიურპრიზებს, ამჯერად ახალ ფოტოკონკურსს იწყებს, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსი თბილისობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად დაანონსდა.
8 ოქტომბერს 2 გამარჯვებული გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული "პიატოსგან" 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული - 50-ლარიან ვაუჩერს.
უფრო დაწვრილებით იხილეთ ბმულზე
ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.