საჭიროა თუ არა გაზების საწინააღმდეგო პრეპარატები ჩვილების კოლიკის დროს - მშობლები

საჭიროა თუ არა გაზების საწინააღმდეგო პრეპარატები ჩვილების კოლიკის დროს

2018-10-03 08:40:49+04:00

სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მშობლების მიერ დიდი რაოდენობით გაზების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, სწორ ნაწლავში გაზგამყვანი ზონდის შეყვანა ჩვილები სხვადასხვა მიზეზით ტირიან - ხან შიათ, ხან სველი საფენი აწუხებთ, ხანაც უბრალოდ დედასთან კონტაქტი სურთ.

თავიდან თითქოს ძნელია ტირილის მიზეზში გარკვევა, მაგრამ თანდათანობით აუცილებლად ისწავლი, როდის და რატომ ჭირვეულობს შენი პატარა.

ზოგჯერ 2-3 კვირის ასაკიდან ახალშობილს ტირილის სრულიად გაუგებარი შეტევები ეწყება, რაც ძირითადად საღამოს ან ღამის საათებში ვლინდება. ამ შეტევებს კოლიკას ვუწოდებთ.

მისი სავარაუდო მიზეზი ორგანიზმის ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების უმწიფრობაა.

სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მშობლების მიერ დიდი რაოდენობით გაზების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, სწორ ნაწლავში გაზგამყვანი ზონდის შეყვანა, სწორი ნაწლავის თერმომეტრით გაღიზიანება და სხვა მსგავსი, უხშირესად სრულიად უშედეგო ჩარევები.

3-4 თვის ასაკისათვის ტირილის შეტევები უკვალოდ ქრება.

როგორ მოვიქცეთ?

თუ პატარა ძუძუთი კვებაზეა, შესთავაზე ძუძუ აიყვანე ხელში, მიიხუტე, გაასეირნე. თბილი ხელით გაუკეთე მუცლის წრიული მასაჟი საათის ისრის მიმართულებით. ზოგ ჩვილს ძალიან სიამოვნებს წელს ქვემოთ თბილი აბაზანა. განსაკუთრებულ მტირალებს გარეთ გასიერნება შველით, ზოგი კი მხოლოდ მანქანით სეირნობისას მშვიდდება. აუცილებლად უამბე ექიმს გასაჭირი, რომ კოლიკას ამოფარებული ტირილის უფრო სერიოზული მიზეზი არ გამოგრჩეს. დაბოლოს, კოლიკა ის მდგომარეობა, რასაც პატარაზე არანაკლებ ოჯახის წევრები განიცდიან. ეცადე, შეინარჩუნო სიმშვიდე. და რაც მთავარია, გაიხსენე, რომ ის 3-4 თვისათვის უკვალოდ გაქრება.

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე