თბილისში მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მშობლები

თბილისში მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

2018-10-04 08:33:32+04:00

უბნის მოსახლეობა წუხს, რომ ძალიან ბევრი ბავშვი საფრთხეშია თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტომობილი მოსწავლეს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. დამატებითი ინფორმაცია ბავშვის ასაკსა თუ შემთხვევის გარემოებებზე არ ვრცელდება, თუმცა უბნის მოსახლეობა წუხს, რომ ძალიან ბევრი ბავშვი საფრთხეშია.

"ეს ჩემი შვილიც შეიძლება ყოფილიყო და თქვენიც, სწორედ თქვენიც, ზებრაზე გაჩერება რომ არ გეკადრებათ. მაგ ზებრაზე რომ გადავდივართ, ბავშვებზე ისე მაქვს ჩაბღაუჭებული ხელები, ნუ გვამტვრევო, მეხვეწებიან... მინიმუმ ათი წუთი უნდა ელოდო, რომ ვინმემ დაამუხრუჭოს და გაგატაროს, ის ერთიც რომ დაამუხრუჭებს, მეორე ზოლში აუცილებლად "გაიჩითება" თავზე ხელაღებული "შუმახერი". მერე ფიქრობ, იქნებ ჯობდა, იმ პირველსაც არ გაეჩერებინა, თუ გადარჩი რა თქმა უნდა"

"იქვე ორი სკოლა და ერთი დიდი ბაღია, მეორე მხარეს სკვერი, ზოგადად, ძალიან დიდი რაოდენობით მოძრაობს მცირეწლოვანი მოსახლეობა. ერთი შუქნიშანია, რომელზეც გადასვლაც ასევე არაა უსაფრთხო. გუშინ ცხვირწინ პირდაპირ ზებრაზე (შუქნიშანზე) ისე ჩამოდგა ვიღაცის "ნავაროჩენი" ჯიპი, ბავშვის გამოწევა ძლივს მოვასწარი, გადასვლა არც გვქონდა დაწყებული." - წერენ კომენტარებში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.