თუ ბავშვს ხელების ან ფეხების ტკივილი აწუხებს - რა არის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ - მშობლები

თუ ბავშვს ხელების ან ფეხების ტკივილი აწუხებს - რა არის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ

2018-10-05 11:05:03+04:00

როდესმე უთქვამს ბავშვს, რომ ფეხები ან ხელები სტკივა?

როდესმე უთქვამს ბავშვს, რომ ფეხები ან ხელები სტკივა? ბევრი ბავშვისთვის ეს საკმაოდ ხშირი ჩივილია და მშობლებიც ბევრს ღელავენ, რადგან ტკივილის მიზეზს ვერ პოულობენ. რატომ იჩენს თავს ხელ-ფეხის ერთი შეხედვით უმიზეზო ტკივილი და როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

ბავშვები განსხვავებული ტემპითა და არაანაბარზომიერად იზრდებიან - "ნახტომი სიმაღლეში" გვაქვს 5-6 წლის, 9-10 წლის და 13-15 წლის ასაკში. სწორედ ამ პერიოდებში იზრდება ყველაზე სწრაფად ბავშვის კიდურები და სწორედ ამ დროს უჩივიან ერთი შეხედვით უმიზეზო ტკივილს კიდურების არეში. ამას ზრდის ტკივილი ეწოდება და საშიში არ არის, არც მკურნალობა სჭირდება თუმცა საკმაოდ შემაწუხებელია.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ტკივილის მიზეზი ძვლებშია, რომლებიც სწრაფად იზრდებიან. ძვალზედა ქსოვილი კი ამ დროს ვერ "ეწევა" ზრდაში, იჭიმება და ტკივილის რეცეპტორებს აღიზიანებს.

mshoblebi

როგორც აღვნიშნეთ ასეთი ტკივილი საშიში არ არის და თავისით გაივლის ზრდის პერიოდის შემდეგ, თუმცა იგი მოქმედებს ბავშვის განწყობასა და ცხოვრების ხარისხზე. ტკივილის მოთმენა კი პატარისთვის ნამდვილად არ გახლავთ ადვილი. ამ დროს მშობლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს ტკივილი შეუმსუბუქოს.

ზრდის ტკივილის გარდა კუნთების ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს კუნთის დაჭიმულობა ან გაცივება, რომელიც ძალიან ცნობილი პრობლემაა სპორტით დაკავებული ბავშვებისთვის. როგორ დავეხმაროთ ბავშვს ასეთ შემთხვევებში:

ეცადეთ, ამ პერიოდში ბავშვი ფიზიკურად არ გადატვირთოთ დაუმასაჟეთ მტკივანი ადგილები. დაუთბილეთ მტკივნეული ადგილი სათბურით ან შალის სახვევით. ძალიან ეფექტურად ებრძვის ასეთ ტკივილს სპეციალური გარეგანი მოხმარების ტკივილდამაყუჩებელი მალამო. მაგალითად, კაპსინის მალამო, ნატურალური პროდუქტი რომელიც შეიცავს კაიენის წიწაკის (კაპსაცინს) და დინდგელის ექსტრაქტს. პროდუქტი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, ადგილობრივად გამოყენებისას არ იწვევს წვას და დისკომფორტის შეგრძნებას. კაიენის წიწაკიდან მიღებული კაპსაცინი ძალიან იშვიათი ნივთიერებაა, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და სხეულის დაძაბულობის მოხსნას. ასევე კუნთების ტკივილის შემცირებას კანის დაზიანების გარეშე მიღებული ტრავმების დროს, მათ შორის სპორტული ტრავმების.

დინდგელი კი ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერებაა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, იგი ფართოდ გამოიყენება სახსრების და კუნთების ტკივილის სამკურნალოდ. დინდგელის (პროპოლისის) აქტიური ნივთიერებები აუმჯობესებს მალამოს ეფექტს და ამსუბუქებს სიმხურვალის შეგრძნებას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გამოყენების შემდეგ.

მალამო გამოიყენება 12 წლიდან, სახსრების და კუნთების ტკივილის დროს რეკომენდებულია მისი შეზელვა დღეში 2-3-ჯერ მტკივნეულ ადგილას მასაჟის სახით.