მოდელი ანა ახვლედიანი დედა გახდა - მშობლები

მოდელი ანა ახვლედიანი დედა გახდა

2018-10-14 09:15:51+04:00

მას ხშირად ადარებდნენ ბიანკა ბალტის და ლივ ტაილერს მოდელმა ანა ახვლედიანმა თავისი სილამაზით არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ის თანამშრომლობდა პარიზისა და ინგლისის სამოდელო სააგენტოებთან, ხშირად ადარებდნენ ბიანკა ბალტის და ლივ ტაილერს. ანას პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვებდა ინტერესს. მას რომანი ჰქონდა ცნობილ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან, თუმცა წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს. შემდეგ იყო ურთიერთბრალდებები პრესის ფურცლების მეშვეობით, საბოლოდ კი მათი გზები გაიყარა.

mshoblebi

ცოტა ხნის წინ ანამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გიგი ბერაიაზე იქორწინა. ანას რჩეულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ წყვილი საოცრად უხდება ერთმანეთს. ქორწილში ანა ორსულად იყო და მუცლით იწონებდა თავს. რამდენიმე დღის წინ კი ანას და გიგის გოგონა შეეძინათ, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში, თავად მოდელმა შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა: "მადლობა ღმერთს! 11. 10 2018. კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, პრინცესა ევა!!!"
mshoblebi