რა სიმპტომები მიგანიშნებთ კლიმაქსის მოახლოებაზე და რა უნდა იცოდეთ მენოპაუზაზე - მშობლები

რა სიმპტომები მიგანიშნებთ კლიმაქსის მოახლოებაზე და რა უნდა იცოდეთ მენოპაუზაზე

2018-10-15 13:32:36+04:00

სინამდვილეში ყველაფერი არც ისე საგანგაშო და არც ისე მტკივნეულია, თუ ქალი სათანადოდ შეემზადება ამისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგურად ნებისმიერი ქალი, რომელიც 40 წელს გადააბიჯებს, ნელ-ნელა იწყებს ფიქრს იმ გარდაუვალ სირთულეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მენოპაუზას, კლიმაქტორულ პერიოდს. სამწუხაროდ, გარშემო ხშირად ვხედავთ ისეთ ქალბატონებს, რომლებმაც რთულად გადაიტანეს ეს პერიოდი და უფრო მეტიც, წლების შემდეგაც რჩებათ პრობლემები, რომლებსაც "კლიმაქსის თანმდევი" პრობლემები ჰქვია. არადა, სინამდვილეში ყველაფერი არც ისე საგანგაშო და არც ისე მტკივნეულია, თუ ქალი სათანადოდ შეემზადება ამისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგურად და თავად მენოპაუზის დადგომის პერიოდშც მართებულ ზომებს მიიღებს.

პირველ რიგში, ამ პრობლემებთან გასამკლავებლად აუცილებელია, ქალმა იცოდეს, რა არის კლიმაქსი, მენოპაუზა, რა სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ უნდა ველოდოთ მალე ამ პერიოდის დადგომა, როგორ უნდა შევხვდეთ მას ფიზიოლოგიურად და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

რა არის კლიმაქსი

კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს კიბის საფეხურს. კლიმაქსი ორგანიზმის დაბერების ბუნებრივი პროცესია. ამ დროს ქვეითდება საკვერცხეების ფუნქცია, ხდება მათი განლევა და შესაბამისად მცირდება საკვერცხეების მიერ სასქესო ჰორმონების - ესტროგენების და პროგესტერონის გამოყოფა.

სიმპტომები

გაძლიერებული ოფლიანობა, ალები სახეზე (დღეში 20-25-ჯერ ალების შეგრძნება სახეზე ან კისრის მიდამოში), ხშირი თავბრუსხვევა, ხშირი თავის ტკივილი, უძილობა, წნევის ცვალებადობა, დაღლილობა, გაღიზიანება, ხასიათის ცვალებადობა, დეპრესია, ტირილი, შფოთვის შეგრძნება, სისხლდენა სასქესო ორგანოდან, კანი ხდება გამომშრალი, ჩნდება ნაოჭები, იწყება თმის ცვენა, შარდის შეუკავებლობა, ქავილი, გარეთა სასქესო ორგანოს წვის შეგრძნება. ვითარდება ოსტეოპოროზი, რომელიც მოტეხილობების რისკს აძლიერებს. ასევე ხშირია სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და მასთან დაკავშირებული გართულებები (გულის იშემიური დაავადებები, ტვინის იშემია და ა.შ.).

mshoblebi

კლიმაქსი დაბერების ბუნებრივი პროცესია და მას ვერ გავექცევით. ეს პერიოდი ქალის ორგანიზმში დაახლოებით 47-54 წლის ასაკიდან დგება. იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები, ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნით და სწორი მკურნალობით ამ პროცესის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორი უნდა იყოს ქალის კვების რაციონი კლიმაქტერულ პერიოდში?

40 წლის ასაკში ქალმა უკვე უნდა მიიღოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ E ვიტამინს - თხილი, ხილი, ბოსტნეული. საჭიროა შეზღუდოთ ნახშირწყლების, მარილის, შებოლილი პროდუქტების, შემწვარი, ცხიმიანი და დაკონსერვებული საკვების მიღება. ხაჭო, სტაფილო, ქლიავი, პომიდორი, ფორთოხალი, მარწყვი, კომბოსტო, ფერადი ნესვი, ყურძენი, გარგარი, ავოკადო, სოიოს პროდუქტები, ზეითუნი, ლობიო, თევზი, ბროკოლი - ამ პროდუქტებში შედის ნატურალური ესტროგენები. ყავა შეცვალეთ მწვანე ჩაით, მას ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს და მდიდარია მინერალებით.

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ატარეთ თავისუფალი, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან ამოიღეთ ალკოჰოლი, ყავა. კარგია ცურვა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, აერობიკა, სუნთქვითი ვარჯიშები. საძინებელში ფანჯარა ღია დატოვეთ და ისე დაიძინეთ. ეცადეთ არ მოწიოთ სიგარეტი. თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ექიმის დანიშნულებით მიიღეთ C, B, Mg, K ვიტამინები, რომელთა დეფიციტსაც ამ დროს ქალის ორგანიზმი განიცდის. ასევე სპეციალური საშუალებები, რომლებიც ამ დროს ქალს მაქსიმალურად ეხმარება - ნაკლებ ქიმიური, მაქსიმალურად ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული.

მსუბუქ და საშუალო სირთულის შემთხვევებში საკმარისია პრეპარატი, რომელიც სწორედ იმ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ესტროგენების დეფიციტის დროს ქალის ორგანიზმს გააძლიერებს. ხელს შეუწყობს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აგრეთვე ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებას. ერთ-ერთი ასეთია ბრიტანული წარმოების „მენოპეისი კალციუმი“ (მასში ორი პროდუქტია ერთად - მენოპეისი და კალციუმი - პოლივიტამინები, კალციუმი და სოიო). ), რომელიც ჩამოთვლილ პრობლემებს საგრძნობლად შეგიმცირებთ. შექმნილია პრე და პოსტ მენოპაუზისთვის, კლიმაქსის დროს.

mshoblebi

თუ სათანადოდ შეემზადებით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, კლიმაქსი ნამდვილად არ გადაიქცევა დიდ პრობლემად თქვენს ცხოვრებაში - ეს იქნება ერთი ჩვეულებრივი ეტაპი, რომელსაც ადვილად გადალახავთ და გააგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას.