ირაკლი კუტალაძე მეორე ცოლთან ერთად ქართველების მდიდრულ ქორწილში გამოჩნდა - მშობლები

ირაკლი კუტალაძე მეორე ცოლთან ერთად ქართველების მდიდრულ ქორწილში გამოჩნდა

2018-10-24 09:21:16+04:00

ირაკლის ახალი მეორე ნახევარი ირინა შინკარევაა როგორც იცით, ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ირაკლი კუტალაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას მერე, რაც მისი და მომღერლის ქორწინება სკანდალურად დაირღვა, ბევრი დრო გავიდა. ირაკლი კუტალაძეს კავშირი არ გაუწყვეტია შვილთან და პატარა ელენესთან დიდ დროს ატარებს - ხშირად მიჰყავს დასასვენებლად და ერთობლივ ფოტოებსაც დებს ხოლმე.

არც ისე დიდი ხანია, მას რუსეთში მეორე ქალიშვილიც ეყოლა. გოგონა მან საქართველოშიც ჩამოიყვანა და მასთან და ელენესთან ერთად ოჯახური ფოტოებიც გადაიღო. სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, რომ გოგონები ძალიან გვანან მამას და - ერთმანეთს.

mshoblebi

mshoblebi
ნეფე-პატარძალი

ირაკლის ახალი მეორე ნახევარი ირინა შინკარევაა, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავს ქართველი მეუღლისადმი სიყვარულს. წყვილი ბოლოს ქართველების ქორწილს დაესწრო ერთად - იტალიაში იმყოფებოდნენ გურამ ონიანის ქორწილში და როგორც ჩანს, შესანიშნავად გრძნობენ ერთად თავს.

mshoblebi
ქალიშვილებთან ერთად