რატომ უნდა მოარიდოთ ხალხს 40 დღემდე ჩვილი - პედიატრ ნანა მექვაბიშვილის რჩევები - მშობლები

რატომ უნდა მოარიდოთ ხალხს 40 დღემდე ჩვილი - პედიატრ ნანა მექვაბიშვილის რჩევები

2018-10-27 11:19:12+04:00

სანამ ახალშობილი 40 დღის გახდება, ოჯახი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს სანამ ახალშობილი 40 დღის გახდება, ოჯახი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. ახალნამშობიარევ დედას ათასგვარ რჩევას აძლევენ 40 დღემდე მოვლასთან დაკავშირებით. რა მითები არსებობს ამასთან დაკავშირებით და როგორია რეალობა, ამ თემაზე პედიატრი ნანა მექვაბიშვილი გვესაუბრება:

- ერთერთი ხშირი შეკითხვაა მშობლებისგან, შეიძლება თუ არა რომ ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები 40 დღემდე?

- რა თქმა უნდა! აუცილებლად უნდა დააჭრათ ბავშვს ფრჩხილები, რათა ის შეეხოს საკუთარ სახეს, დედას, შეიგრძნოს, გაანალიზოს, რომ რაღაცას ეხება. სწორედ შეხების საშუალებით ვითარდება ბავშვი. ზოგიერთი ახალშობილი იბადება დიდი ფრჩხილებით და თუ მას არ მოვჭრით, აუცილებლად დაიზიანებს სახეს. ასე რომ, ბავშვის დაბადების პირველი დღეს შეგიძლიათ მოიმარჯვოთ სპეციალური საბავშვო მაკრატელი და ბავშვს ფრთხილად დააჭრათ ფრჩხილები.

- კიდევ ერთი მითი ბავშვის გარეთ გაყვანას ეხება, ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა 40 დღემდე ბავშვის გაყვანა გარეთ?

- ესეც რა თქმა უნდა მითია, ბავშვის გაყვანა გარეთ სამშობიაროდან გაწერის შემდეგ შეგიძლიათ. 10-15 წუთიანი სეირინობა ნელ ნელა უნდა გაზარდოთ. რა თქმა უნდა, ბავშვს ამინდის შესაბამისად უნდა ჩააცვათ. თუმცა ნამდვილად უნდა მოარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, საიდანაც მას ინფექციების საფრთხე ემუქრება.

- ამბობენ, რომ ბავშვთან საღამოს სტუმრად მისვლა არ შეიძლება ამაზე რას გვეტყვით?

- ესეც რა თქმა უნდა მითია, არანაირი სამედიცინო მტკიცებულება ამ მოსაზრებას არ ამყარებს. ბავშვი მოინახულეთ, როცა გსურთ. უბრალოდ, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა წესები უნდა დაიცვას, როცა ბავშვის მოსანახულებლად მიდის. ხშირად ქუჩიდან პირდაპირ სახლში შესულები აიტაცებენ ბავშვს და კოცნიან, იხუტებენ, ეს რა თქმა უნდა, არაჰიგიენურია. არც გადამეტებული სტერილურობა არის კარგი, მაგრამ ბავშვის ხელში აყვანამდე ხელი კარგად უნდა დავიბანოთ, კარგი იქნება, თუ არ ვაკოცებთ (ცხადია ძნელია თავის შეკავება), რადგან ზოგიერთი ბავშვის კანი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ღიზიანდება.

- რით არის პირველი 40 დღეზე მნიშვნელოვანი ახალშობილისთვის?

- პირველი 40 დღე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილისთვისაც და ახალბედა მშობლებისთვისაც. ამ დროს დედას სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა, დახმარება. რადგან თქვენი დღის რეჟიმი აბსოლუტურად თავდაყირა დადგება, პირველი 40 დღე მნიშვნელოვანია სწორად ძუძუთი კვების ჩამოსაყალიბებლად, ბავშვმა უნდა ისწავლოს სწორი მოჭიდება, ნელ-ნელა შეატყობთ, კვებებს შორის რა შუალედს აკეთებს ბავშვი, ნელ-ნელა გაიცნობთ მას. 40 დღე იქნება ყოველდღიური რუტინა, ჰიგიენური პროცედურები, ერთი თვის თავზე აუცილებელია ვიზიტი პედიატრთან, რათა ბავშვის წონა და განვითარება შეფასდეს. ასევე დედის პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან. 40 დღე იქნება ახალი აღმოჩენების და გაცნობის პერიოდი, ამ დროს მნიშვნელოვანია, მთელი ოჯახი დაუდგეს გვერდით ახალშობილს და ახალბედა დედას.

altრა სიხშირით უნდა ავწონოთ ახალშობილი და როგორი უნდა იყოს ყოველთვიური მატება?

altმომავალმა დედამ გამოაქვეყნა წესები მათთვის, ვისაც სურს ახალშობილის მონახულება... მაგრამ მას ვერ გაუგეს.

altრატომ აქცევენ ექიმები ყურადღებას ახალშობილის პირველ დაყვირებას და რძის გადაცდენის შემთხვევებს - ნევროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე