თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდნენ - ქართველი მილიონერის ქორწილის ყველა დეტალი - მშობლები

თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდნენ - ქართველი მილიონერის ქორწილის ყველა დეტალი

2018-10-28 10:17:17+04:00

ქეთის და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ სანამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საარჩევნო ციებ-ცხელებაშია ჩართული, მილიონერმა ბუბა ქებურიამ გადაწყვიტა და საკუთარ ვაჟს, თოშა ქებურიას კაჭრეთში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა. ბუბა ქებურიას ვაჟმა ულამაზეს ქეთი ჟღენტზე ერთი წლის წინ იქორწინა და წყვილს ერთი თვის ქალიშვილი კატერინაც ჰყავთ, მაგრამ ქორწილის გადახდა აქამდე ვერ შეძლეს.

ქეთის და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ამერიკიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან. პატარძალს ქორწილში ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა "ელ სააბის" მოდის სახლმა. ქეთი პრესტიჟულ მოდის სახლს ერთი წლის წინ ეწვია, მაგრამ რატომღაც კაბის შეკერვა აქამდე ვერ დასრულდა.

რაც შეეხება სიძეს, ის კლასიკურად შემოსილი იყო საკუთარ ქორწილში. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები